თეგებით ძიება
05. 08. 2020 News-ები

ლიბანში მომხდარი აფეთქების შედეგად 300 000-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა

ლიბანის პრეზიდენტის, მიშელ ეონის თქმით, ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად ზარალი ძალიან დიდია- 300 000-ზე მეტმა ადამიანმა დაკარგა თავისი საცხოვრებელი სახლი, ხოლო ქალაქისათვის მიყენებული ფინანსური ზიანი 3-იდან 5$ მილიარდ დოლარამდე შეადგენს.

ეონის განცხადებით, ქვეყანაში 2კვირიანი საგანგებო მდგოამრეობის გამოსაცხადებლად ემზადებიან იმ აფეთქების გამო, რომელმაც 100-ზე მეტი ადამიანი მოკლა, ხოლო 4000-ს სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანება მიაყენა.

მთავრობაში ფიქრობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება, რადგან დიდი ალბათობით დაღუპულთა უმრავლესი ნაწილი ნანგრევებშია მოყოლილი. ბეირუთის გუბერნატორის, მარვან აბუდის თქმით, 300 000-მდე უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანისთვის მთავრობა ატარებს საჭირო ღონისძიებებს, რათა მოქალაქეები უზრუნველყოფილნი იქნენ საკვებით, წყლითა და თავშესაფრით.

შეგახსენებთ, რომ აფეთქება განაპირობა 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა, რომელიც პორტის საწყობში 6 წლის განმავლობაში უმეთვალყუროდ ინახებოდა.

წყარო: Newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა