თეგებით ძიება
13. 08. 2020 News-ები

გუბერნატორის 13 წლის ქალიშვილმა 2019 წლის განმავლობაში 10 მილიონი რუბლი გამოიმუშავა - კორუფციის ჭაობი რუსეთში

რუსეთის რიაზანის ოლქის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დეკლარაციის თანახმად, გუბერნატორის 13 წლის ქალიშვილმა 2019 წლის განმავლობაში 10 მილიონი რუბლი გამოიმუშავა, რაც გაცილებით აღემატება მისი მშობლების წლიურ შემოსავალს.

ამავე დეკლარაციით, იგი ფლობს 127,7 კვ.მ. ფართობის ბინას, 16,7 კვ.მ ავტოფარეხს და 2,2 კვ.მ საწყობს.

რაც შეეხება თავად გუბერნატორს, ნიკოლაი ლუბიმოვს, მისი შემოსავალი 2019 წელს 4,3 მილიონი რუბლი იყო, ხოლო მისი მეუღლის -1,8 მლნ რუბლი.

დეკლარაციაში არ მოხვდა უფროსი ქალიშვილის მფლობელობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება და შემოსავალი, რადგან იგი 2019-ში სრულწლოვანი გახდა.

"რა კორუფცია, ბავშვი ფლობდა უძრავ ქონებას და ის გაიყიდა, მიღებული შემოსავალი აისახა დეკლარაციაში," - აცხადებენ გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

წყარო: newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა