ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელიც დიდ ალბათობით, ორჯერ ან მეტჯერ ქორწინდება
ქორწილის წინ ადამიანი ფიქრობს, რომ მისი კავშირი სამუდამო იქნება, თუმცა, ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ არსებობს ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლის ქვეშ დაბადებულ ადამიანებსაც არ შეუძლიათ ერთ ქორწინებაში დიდი ხნით დარჩენა.
კურო
ითვლება, რომ კურო ყველა გადაწყვეტილებას დიდი სიფრთხილით იღებს, განსაკუთრებით ცხოვრებისეულს. თუმცა, როცა საქმე რომანტიკულ ურთიერთობებამდე მიდის, ის ადვილად ებმება სასიყვარულო ავანტიურაში.
ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ ქორწინების მარყუჟები შეიბან პირველივე შემხვედრთან, რადგან მზად არიან მთლიანად გადაეშვან საკუთარი გრძნობების მორევში. საყვარელ ადამიანზე ზრუნვის, სითბოს და ყურადღების დიდი ოდენობით გამოხატვის, მუდმივი თანადგომის გამო, კუროების პარტნიორები მათზე დამოკიდებულები ხდებიან თითქმის ყველა საკითხში. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ქორწინება, მით უფრო ძლიერდება ამ დამოკიდებულების დონეც, რომელიც ბოლოს კუროს აღარ სიამოვნებს და უჩნდება ამ ყველაფრისგან გაქცევის სურვილი.
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი ყველა ღონეს იხმარს ქორწინების შესანარჩუნებლად, რომელშიც მან ამდენი სიყვარული და ენერგია ჩადო, რადგან მის დანგრევას საკუთარ მარცხად აღიქვამს. თუმცა, თუ პარტნიორმა არ გამოიყენა მიცემული შანსი, მაშინ კურო ყოველგვარი სინანულის გარეშე დატოვებს მას. მეორე ქორწინებაში კურო დიდი სიფრთხილით შედის და ხშირ შემთხვევაში, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთა უმრავლესობა მას მთელი დარჩენილი ცხოვრება ინარჩუნებს.
ქალწული
როგორც წესი, ქალწულები რეალურად შეყვარებულები არიან საკუთარ რჩეულში და ეჭვიც არ ეპარებათ, რომ შეუძლიათ ეს ადამიანი იდეალურ მეუღლედ აქციონ. თუმცა, ბევრ ქალწულს ამის გაკეთება რეალურად ძალიან უჭირს, რადგან ყველა ადამიანი არ არის მზად „თიხის“ როლი შეითავსოს და მოწყვლადი იყოს „ოსტატის“ ხელში. როცა ქალწულის პარტნიორი ავლენს ისეთ ქცევას, რომელიც სცდება ლოგიკისა და სარგებლის ფარგლებს, ის ადვილად ტოვებს კავშირს - ემოციების და სინანულის გრძობის გარეშე.
იმ შემთხვევაში, თუ ქალწული ვერ შეძლებს ამას, მაგალითად პარტნიორზე ფინანსური დამოკიდებულების გამო, საშინლად აუტანელი ხდება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავად პარტნიორი გახდეს დაშორების ინიციატორი. ასეთ დროს, ქალწული ხელმძღვანელობს მარტივი ლოგიკით: თუ პარტნიორი გაეყრება, მისი სინდისი სუფთა დარჩება. ხშირ შემთხვევაში, ქალწულები ცხოვრებას მარტოობაში ასრულებენ, რადგან უაზრო ურთიერთობებს მარტო ყოფნა ურჩევნიათ.
სასწორი
უდიდესი მაცდუნებლები ადვილად ითანხმებენ საყვარელ ადამიანს საკურთხეველთან მისვლაზე. სასწორები კარგი და კეთილი ადამიანები არიან, რომლებიც არ უფრთხიან საკუთარი გრძნობების ჩვენებას. მათ მოსწონთ პარტნიორის გათამამება და არ ელიან სამაგიერო ზრუნვას.
სასწორების ქორწინებაში რეალური პრობლემები იწყება მხოლოდ მაშინ, თუ პარტნიორი ყუარდღებას მოაკლებთ. ასეთ დროს, მათ უქრებათ ემოციები, რაც ზოდიაქოს ამ ნიშნის სულიერ საზრდოს წარმოადგენს. ყველაზე ცუდი ვარიანტი დგება ურთიერთობების გამუდმებულ კამათში და ჩხუბში გადასვლისას, რომელიც ხშირად სერიოზული კონფლიქტის სახესაც კი იღებს.
სასწორებს ამ ყველაფრის რეალურად ძალიან ეშინიათ, რადგან კავშირის გაწყვეტის გადაწყვეტილების მიღება მათთვის მძიმეა. თუმცა, ახალი თანამგზავრის პოვნას არ აყოვნებენ და სწრაფად ახდენენ გადართვას. სასწორები არაერთხელ ქორწინდებიან, რადგან მუდმივად იდეალურ პარტნიორს ეძებენ. ზოდიაქოს ამ ნიშნის ძალიან იშვიათ წარმომადგენელს უმართლებს შესაფერისი მეწყვილის თავიდანვე პოვნაში. თუმცა, ისინი არ ნებდებიან და საბოლოოდ მაინც პოულობენ იმ „ერთს“.