თეგებით ძიება

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. საინტერესოა, ბოლოს როდის გამოუტყდით საყვარელ ადამიანს სიყვარულში. დღეს შეეცადეთ ეს გამოთქვით ჩვეულებრივზე რაც შეიძლება ხშირად და თქვენს გარშემო ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ.

კურო. დღეს შეეცადეთ გადადოთ ყველა საქმე და კარგად დაისვენოთ. ფიზიკური შრომა ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. შემთხვევითმა ტრავმამ ან ავადმყოფობამ შესაძლოა ხელი შეგიშალოთ დასახული გეგმის შესრულებაში. მალე უსიამოვნო ამბავს შეიტყობთ.

ტყუპები. მიუძღვენით ეს დღე საკუთარ თავს. აკეთეთ რაც მოგესურვებათ ან რის უფლებასაც დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევდით თავს. შეიარეთ სილამაზის სალონში, დაკავდით "შოფინგით", ეწვიეთ კინოთეატრს, კონცერტს... მთავარია არ იჯდეთ სახლში მარტო. წინააღმდეგ შემთხვევაში დეპრესია დაგიპყრობთ, რისგანაც ძალიან გაგიჭრდებათ თავის დაღწევა.

კირჩხიბი. პროფესიულ საქმიანობაში კირჩხიბებს წარმატება ელით. მაგრამ თუ გუნდისგან გამოყოფას გადაწყვეტთ, ან საკუთარი მოსაზრების ჯიუტად გატარებას დაიწყებთ, თქვენი გეგმები და იმედები წარუმატებლობის რისკის ქვეშ დადგებიან. დღეს ვეერსკვლავები გჩუქნიან შეხვედრას ადამიანათან, რომელიც დიდი ხნის წინ ამოშალეთ თქვენი ცხოვრებიდან. ნუ გააკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს. უმჯობესია საკუთარ გულსა და ინტუიციას მიენდოთ.

ლომი. ამ დღეს ახლობელ ადამიანებთან ძალდაუტანებელ საუბრებში გაატარებთ. თქვენ იგრძნობთ, რომ ეს ადამიანები თქვენთვის ყველაზე ძვირფასები არიან მთელს სამყაროში. დააფასეთ ეს.

ქალწული. დღეს თქვენი დღეა. შეგიძლიათ თამამად გარისკოთ და წახვიდეთ ვა-ბანკზე. თუ მივლინებაში წასვლას შემოთავზებენ, დაუფიქრებლად გაემგზავრეთ. საყვარელი ადამიანი სასიამოვნო სიურპრიზით გაგახარებთ, ახლობლები კი მხარდაჭერას და გაგებას გამოიჩენენ თქვენს მიმართ.

სასწორი. კარგი დღეა თამამი და გადამწყვეტი მოქმედებებისთვის. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ რაღაც ახალი და მნიშვნელოვანი, განახორციელოთ გარღვევა მიდინარე საქმეებში, წახვიდეთ სამოგზაუროდ ან შეიცვალოთ სამსახური. ყოველი თქვენგანი მიიღებს თავის შანსს ცხოვრების უკეთესობისაკენ შესაცვლელად. ყველაზე მთავარია დაიჭიროთ მომენტი და შესაძლებლობების რეალიზება სრულად მოახდინოთ.

მორიელი. სიზარმაცე და მოდუნება კარგ მაგალითს ვერ მოგცემენ. თქვენ ბევრს მიაღწევთ თუ შრომისმოყვარე და სხარტი იქნებით. ნუ მიაქცევთ ყურადღება თანამშრომლების მწარე რეპლიკებსა და შენიშვნებს. მათ თქვენი შურთ. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი სიურპრიზი გელით.

მშვილდოსანი. შენარჩუნდება დაძაბულობა ფინანსურ სფეროში და ურთიერთობებში თანამშრომლებთან და მეორე ნახევართან. თქვენ უბრალოდ ცუდი განწყობა დაგეუფლებათ. აბა, როგორ გახალისდებით თუ არ გაფასებენ არც სახლში და არც სამსახურში.

თხის რქა. თქვენ უძილო ღამე გელით. განსაკუთრებული არაფერი ხდება. უბრალოდ, კარგი დასვენება გჭირდებათ. ბევრს მუშაობთ და სულ დაივიწყეთ თქვენი ჯანმრთელობა. გააკეთეთ დასკვნები სანამ დროა.

მერწყული. ნეგატიური დღე ელით მერწყულებს. შესაძლოა თქვენი მისამართით ცილისწამება მოისმინოთ, რაც წინსვლაში ხელს შეგიშლით. არ ღირს ამ დღეს სარისკო საქმეებში ან საეჭვო თავგადასავლებშ მონაწილეობა. ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. დიდია ალბათობა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისა.

თევზები. თქვენს ემოციებს ამოხეთქვა და ფარგლებს გარეთ გამოფრქვევა მოესურვებათ, რაც არასაჭირო მიმართულებით წაგიყვანთ. მაგრამ თუ მოახერხებთ მათ გაკონტროლებს, ეს დღე ყოველგვარი განსაკუთრებული დანაკარგის გარეშე ჩაივლის. პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად ვერ იქნება. ამიტომ სერიოზული საუბრები სხვა დროისთვის გადადეთ. ალკოჰოლი კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს სიტუაციას და ამიტომ უმჯობესია მასზე საერთოდ უარი თქვათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა