თეგებით ძიება

25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. ამ დღეს გვარიანად მუშაობა მოგიწევთ. რასაც უნდა აკეთებდეთ, მაქსიმალურად დაიხარჯეთ. ამასთან, შეეცადეთ გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, ახლობელ ადამიანებსა და პირად ცხოვრებას. დღის მეორე ნახევარი ოჯახთან ერთად გაატარეთ, შეიარეთ კინოთეატრში, საქანელებზე იქანავეთ ან კაფეში დასხედით.

კურო. ზოგიერთი ამ ნიშნის წარმომადგენელი თქვენი გეგმების წარმატებულად რეალიზებას შეძლებთ. დღეს გაგიადვილდებათ ამის გაკეთება, რადგან თანამოაზრეთა მხრიდან მხარდაჭერა და სტიმული გექნებათ. წარმატებული დღე იქნება თქვენი კარიერისთვისაც. შეძლებთ ხელმღვანელებთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებას და მათი ნდობის მოპოვებას. კარგი დღეა მკურნალობისა და ჯანმრთელობის პროფილაქტიკისათვის.

ტყუპები. დაძაბული დღე ელით ტყუპებს, რომელიც ახალ სახათაბალო საქმეებს ან ვალდებულებებს გპირდებათ. მოემზადეთ პირად ცხოვრებაში პრობლემების ან თქვენთვის არახელსაყრელი საკადრო ცვლილებებისათვის. შეეცადეთ გამოიჩინოთ ტაქტიანობა და მეტი თავშეკავებულობა. ეს დაგეხმარებათ ბევრი არასასიამოვნო სიტუაცია აიცილოთ თავიდან. არ ღირს ამ დღეს კამათში ჩართვა როგორც სახლში, ასევე სამსახურში.

კირჩხიბი. პირად საქმეებში წარმატებები ელით ამ ნიშნის წარმომადგენლებს, მაგრამ მატერიალურ საკითხებს თავს ვერ დააღწევთ. შეეცადეთ თავი შეიკავოთ ნათესავიბისთვის რჩევების მიცემისაგან. ნუ ჩაყოფთ ცხვირს მათ ცხოვრებაში. ნუ აიღებთ კრედიტებს და ნუ გააკეთებთ ძვირადღირებულ შენაძენს. თავი შეიკავეთ ყველაფრისაგან, რამაც შეიძლება ზიანი მოუტანოს თქვენს ორგანიზმს. განსაკუთრებით ერიდეთ სპირტიან სასმელებს.

ლომი. თქვენთვის დღე ორმაგად წინააღმდეგობრივი იქნება. ან სიტუაციის მფლობელად იქცევით, ან პირიქით, ნათესავებსა და პარტნიორებზე გახდებით დამოკიდებული. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწრაფად შეძლებთ საჭირო გადაწყვეტილების მიღებას. დაუთმეთ ცოტაოდენი დრო მშობლებს და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.

ქალწული. ქალწულებისთვის დღის პირველი ნახევარი სავსე იქნება სასიამოვნო სიურპრიზებით. თქვენს სახეს ღიმილი დაამშვენებს, სულს კი კარგი განწყობა. დღის მეორე ნახევარში შეეცდებიან, რომ ის გაგიფუჭონ. ვინ? ადამიანები, რომელთაგანაც ამს არ ელოდებით.

სასწორი. მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაციები საზღვარგარეთული კომპანიის წარმომადგენელთან, მედია საშუალებებთან, გავლენიან ადამიანებთან ან ახლობლებთან. არსებობს ჯანმრთელობის გაუარესების საშიშროება. გაუფრთხილდით რეპუტაციას!

მორიელი. გამომუშავებაში სტაბილურობაა მოსალოდნელი. თქვენი ინტუიცია დღეს არ დაგაღალატებთ. გაიღიმეთ მაშინაც კი, თუ საქმე მთლად კარგად ვერ მიდის. ასე მტრების შეცდომაში შეყვანას და შინაურების გახარებას შეძლებთ.

მშვილდოსანი. თუ სწრაფად და რაც შეიძლება იოლად გამდიდრება გინდათ, ძველი მეგობრების რჩევებს მოუსმინეთ. მაგრამ აუცილებლად განიხილეთ ოჯახის წევრებთან ეს საკითხი.

თხის რქა. ვერც კი შეამჩნევთ რა შეუმჩნევლად მიილევა სამუშაო დღე. საღამოს არ დაგავიწყდეთ კარგი განტვირთვა. გირჩევთ სახლიდან რაც შეიძლება შორს გაინავარდოთ.

მერწყული. კრიტიკული დღე ელით მერწყულებს. მათ სავარაუდოდ თავიანთი სიმართლის მტკიცება მოუწევთ. თანაც ვინმე სხვასთან კი არა, საკუთარ თავთან. მათ აეკვიატებათ აზრი, რომ რაღაც შეცვალონ თავიანთ ცხოვრებაში. მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ ცვლილებებთან არ იჩქაროთ. უმჯობესია ჯერ კარგად დაფიქრდეთ. მოსალოდნელია კამათი ახლობელ ადამიანთან. შეეცადეთ ამ დღეს უფრო ყურადღებიანი იყოთ.

თევზები. რთული და საწვალებელი დღე გელით. მაგრამ თუ თავის ხელში აყვანას შეძლებთ, ყველაფერი მოგვარდება. ბევრად უკეთეს შედეგებს მიაღწევთ სახლში. მოაწყვეთ რემონტი ან გენერალური დალაგება. გაისეირნეთ ბავშვებთან ერთად, ისინი დიდი ხანია ამაზე ოცნებობენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა