თეგებით ძიება

27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. დღე სავსეა წვრილმანი უსიამოვნებებით და საყოფაცხოვრებო პრობლემებით. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწვეტილებებს და ნუ გააკეთებთ ძვირადღირებულ შენაძენს. უბრალოდ გადაიტანეთ ეს დღე და რაც შეიძლება ნაკლები იფიქრეთ პრობლემებზე. გახსოვდეთ, რომ ავდარს ყოველთვის დარი მოსდევს. რომანტიკული პაემანისა და სექსისგან თავი შეიკავეთ.

კურო. ამ დღეს ვარსკვლავები მხარს უჭერენ ყველა თქვენს გეგმას და პირად ცხოვრებაში პრობლეების მოსაგვარებლადაც დაგეხმარებიან. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი პროექტები. ისინი საკმაო რაოდენობის შემოსავალს გპირდებიან. შესაძლოა ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენელს ხანგრძლივ მივლინებაში წასვლა მოუხდეს. სასიცოხლო ენერგია მოზღვავებული გექნებათ.

ტყუპები. ამ დღეს სიფთხილე და ყურადღება გმართებთ ნებისმიერ საქმეში. ნურავის გაანდობთ თქვენს საქმეებს. ასევე ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. სიფრთხილე გმართებთ საკვებ პროდუქტებთანაც. არსებობს მოწამვლის საშიშროება. არც ალკოჰოლის მიღებაა რეკომენდირებული.

კირჩხიბი. კირჩხიბები უნდა უფრთხილდნენ მოულოდნელ პრობლემებს პირად ცხოვრებაში. დღის პირველ ნახევარში თქვენმა აგრესიულობამ და გადაჭარბებულმა თავდაჯერებამ შესაძლოა პროტესტი გამოიწვიოს ნათესავებისა და ახლობელი ადამიანების მხრიდან. ყოველი პრობლემისთვის კონსტრუქციული გადაწყვეტილება ან კომპრომისზე წასვლა გმართებთ. დღის მეორე ნახევარში არასტანდარტული სიტუაციებია მოსალოდნელი. რასაც მხოლოდ თქვენი მოხერხებულობით გაუმკვალდებით.

ლომი. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ და გადაამოწმეთ. მოსალოდნელია სიცრუე, ან თაღლითობა სამსახურში თანამშრომელთა მხრიდან. საღამო პაემანისა და სასიყვარულო საუბრებისათვისაა ხელსაყრელი. იდეალური დროა ჩასახვისათვის.

ქალწული. ნებისმიერი საქმიანობისთვის ხელსაყრელი დღეა. ყველა ჩანაფიქრი შეიძლება განახორციელოთ. ამ დღეს თამამად შეიძლება შეუდგეთ ისეთ საქმესაც კი, რომელშიც დიდად ვერ ერკვევით. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენელს მოგების შანსიც აქვს. ზოგიერთ კუროს ელის სასიამოვნო ამბავი ადამიანისაგან, რომელიც მისთვის სულ ერთი არაა.

სასწორი. შეეცადეთ არ მოდუნდეთ და რაც შეიძლება სწრაფად გაართვათ თავი ამ მდგომარეობას, რადგან დღის მეორე ნახევარში შეუძლოდ ყოფნისთვის არ გეცლებათ. სურვილი გაგიჩნდებათ შეხვდეთ საყვარელ ადამიანს.

მორიელი. უმჯობესია ამ დღეს ახალი საქმე არ დაიწყოთ. მოაგვარეთ საყოფაცხოვრებო საკითხები, ისაუბრეთ ნათესავებთან. ნუ ეტყვით საკუთარ თავს უარს დასვენებაზე თუ გრძნობთ, რომ ეს გჭირდებათ. ძალიან კარგი დღეა ინფორმაციის მისაღებად, გასააზრებლად და გადასაცემად.

მშვილდოსანი. იდეალური პერიოდია კომპლექსებისგან თავის დასაღწევად და მავნე ჩვევებზე უარის სათქმელად. კარგი იქნება თუ წიგნს იკითხავთ ან საინტერესო ფილმს უყურებთ.

თხის რქა. ძალიან დაძაბული დღე გელით და თქვენგან საქმისადმი სერიოზულ დამოკიდებულობას მოითხოვს. საჭიროა ძალიან ფაქიზად და სიფრთხილით განსაზღვროთ პრიორიტეტები. და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ შეუდგეთ დასახული მიზნის მიღწევას. შეეცადეთ არ გამოავლინოთ ზედმეტი ამბიციები ან პირიქით - თვითგანადგურება. მიზნისაკენ სვლა თქვენსავე მოქნილობასა და პრაქტიკულობაზე იქნება დამოკიდებული.

მერწყული. დღევანდელი ჰოროსკოპი სხვადასხვა სახის მოლაპარაკებებს გირჩევთ. თუ მათ გააფორმებთ კიდეც, ყურადღებით წაიკითხეთ თითოეული პუნქტი და საფუძვლიანად გაიაზრეთ რომ შემდეგში უსიამოვნო შედეგები არ მოჰყვეს.

თევზები. ნუ მიაქცევთ ყურადღებას წარუმატებლობას და ტყუილად ნუ განაწყენდებით. უბრალოდ ეს დღე უნდა გადაიტანოთ და შემდეგში ყველაფერი მოგვარდება. აი, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ყურადღების გამახვილება კი ნამდვილად საჭიროა. შეიარეთ ექიმთან, გაესინჯეთ. განსაკუთრებით მიხედეთ თვალებს.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა