28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი. თქვენ გელით მოგზაურობა: ეს შეიძლება იყოს როგორც მივლინება, ისე დამოუკიდებელი გამგზავრება, რაც ძალიან ბევრ დადებით ემოციებს, საინტერესო ნაცნობობას და მარტოხელა ვერძებისთვის შესაძლოა საბედოსთან შეხვედრის საშუალებასაც კი მოგცემთ. მაგრამ სიფრთხილე გამოიჩინეთ ალკოჰოლთან. მისმა ბოროტად გამოყენებამ შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებები გამოიწვიოს.
კურო. კარგი დღეა თვითანალიზისა და საკუთარი თავის სრულყოფისათვის. განმარტოვდით, გამოძებნეთ დრო მედიტაციისა და განწმენდითი პროცედურებისათვის. უარი თქვით ალკოჰოლზე და მსუბუქად იკვებეთ. კარგი პერიოდია მკურნალობის დასაწყებად, რისი შედეგებიც მოსალოდნელს გადააჭარბებს.
ტყუპები. დღის პირველი ნახევარი ტყუპებისათვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საშიშროებების შემცველია. მოსალოდნელია ტრავმები ან ახლობლებთან დაკავშირებული პრობლემები. დღეს შეიძლება მიიღოთ ახალი ამბავი ან თხოვნა ახლობელი ადამიანისაგან. დღის მეორე ნახევარში ახალი ნაცნობობა ან რომანტიკული თავგადასავალი გელით. ამ დღეს შეგიძლიათ მეგობრებისა და საიმედო პარტნიორების დახმარებისა დ რჩევების იმედი გქონდეთ.
კირჩხიბი. მთელი დღის განმავლობაში წვრილმანი უსიამოვნებები გელით. ამიტომ რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატარეთ სახლს გარეთ. დღის ბოლოს თავის ტკივილები და სახსრების მტვრევაა მოსალოდნელი. მკაცრად გეკრძალებათ სექსი "სხვასთან".
ლომი. დაგიბრუნდებათ გაცემული სესხი, რომელიც აღარ გახსოვდათ. სამსახურში გაუგებრობებია მოსალოდნელი.
ქალწული. მშვიდი დღეა საკუთარი თავისა და გარეგნობის მისახედად. დღევანდელი ჰოროსკოპი ფსიქოლოგიურ დაძაბულობას გიწინასწარმეტყველებთ. ორიენტირება მოახდინეთ სამუშაოზე.
სასწორი. გაუფრთხილდით ენერგიას და ნუ დახარჯავთ მას ტყუილად. თუ დასვენების საშუალება გაქვთ, გამოიყენეთ ეს. ბუნება დაგეხმარებათ ძალების აღდგენაში, ნერვების დაწყნარებასა და კარგი განწყობის დაბრუნებაში. საღამოს განმარტოვდით. მოუსმინეთ მუსიკას, წაიკითხეთ წიგნი ან უყურეთ საინტერესო ფილმს.
მორიელი. არ ღირს ამ დღეს სარისკო საქმეებში ან საეჭვო თავგადასავლებში მონაწილეობა. კარგი დღეა სპორტის, ფიზიკური ვარჯიშების, საუბრების, დაქორწინებისა და ჩასახვისათვის. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი ამბავი გელოდებათ.
მშვილდოსანი. მშვილდოსნებისთვის სასურველია ეს დღე სამსახურში დოკუმენტებს მიუძღვნან. ამ მნიშვნელოვანი საბუთების საფუძვლიანი ანალიზი დაგეხმარებათ სწორი განაჩენის გამოტანაში, რათა განსაზღვროდ სადა გაქვთ დაშვებული შეცდომა.
თხის რქა. თხის რქები დღეს არაკეთილმოსურნეთა გავლენის ქვეშ მოექცევიან. შეეცადეთ აისხლიტოთ მათგან ნეგატიური ენერგია. თავი შორს დაიჭირეთ ასეთი ადამიანებისაგან. თუ ამ დღეს კონფლიქტი მოგივათ, გადაიტანეთ ის ხუმრობაში. სწორედ ეს დაგეხმარებათ სიტუაციის განსამუხტავად. სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს - ყოველთვის გახსოვდეთ ეს.
მერწყული. ძალიან ხელსაყრელი დღეა დიდი ხნის ოცნების განსახორციელებლად. მაგრამ სანამ ამას შეუდგებოდეთ, ყველაფერი კარგად მოიფიქრეთ. არ ღირს წარსულ მარცხზე სინანული. უმჯობესია მშვიდად და დაგეგმილად შეუდგეთ თქვენს საქმეს. მარტოხელა მერწყულები შესაძლოა თავიანთ საბედოს შეხვდნენ. ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს. ის თქვენს ჯანმრთელობას ავნებს.
თევზები. ხელსაყრელი დღეა თევზებისათვის ყველა სფეროში. თქვენი შრომისმოყვარეობა დღეს დაფასდება. შესაძლოა განხორციელდეს თქვენი ყველაზე სანუკვარი სურვილი. პარტნიორების მხარდაჭერა წარმატებას უქადის ყველაზე თამამ წამოწყებასაც კი. პირად ცხოვრებაში ახალი ამურული ნაცნობობაა მოსალოდნელი. თუ ამ დღეს დაგესიზმრებათ სიზმარი, რომელიც უკვე რამდენჯერმე გაქვთ ნანახი, ის აგისრულდებათ.