თეგებით ძიება

30 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. ხელსაყრელი დღეა საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად ან უბრალოდ სახლში რემონტის დასაწყებად. წარმატებული აღმოჩნდება შენაძენიც და ავეჯის გადაადგილებაც. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებისთვის მოსალოდნელია შეხვედრა ისეთ ადამიანთან, ვისთანაც მომავალში სერიოზულ ურთიერთობას დაამყარებთ.

კურო. თქვენი ყოველი ფიქრი ამ დღეს ოჯახის გარშემო იტრიალებს. მთელი დღის განმავლოაბაში შესამჩნევად გაიუმჯობესებთ ურთიერთობას ნათესავებთან და მეზობლებთან. წარმატებული იქნება სახლის რემონტი ან ავეჯის შეძენა. შესაძლოა გაწყვეტილი მეგობრული ურთიერთობის აღდგენაც შეძლოთ. არაა გამორიცხული, რომ თქვენი წინათგრძნობა ძალიან მალე ახდეს.

ტყუპები. ზოგიერთი ამ ნიშნის წარმომადგენელი საინტერესო ფინანსურ წინადადებას მიიღებს, რაც კაპიტალის მნიშვნელოვნად გაზრდას გპირდებათ. ხელსაყრელი დღეა რომანტიკული შეხვედრისათვის. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უამრავ სასიამოვნო და დაუვიწყარ მომენტებს გაჩუქებთ.

კირჩხიბი. უმჯობესია სამსახურში მეტისმეტი ინიციატივა და თავდადება არ გამოავლინოთ. უბრალოდ მკაცრად მისდიეთ ინსტრუქციას. შეგიძლიათ დაიწყოთ სახლში რემონტი, ან გააკეთოთ ძვირადღირებული შენაძენი. საღამოს კარგი იქნებოდა სეირნობა ქუჩაში, ან სპორტული დარბაზის მონახულება.

ლომი. ყველა სფეროში წარმატებას გპირდებათ ეს დღე. შეძლებთ ყველა პროფესიული საკითხის მოგვარებას, მატერიალური მდგომარეობის გამყარებას ან მომავალი წარმატებისთვის კარგი საფუძველის შექმნას. შეეცადეთ ემოციები აკონტროლოთ. დღეს ზოგიერთი თქვენგანი შეხვდება ადამიანს, რომელიც იმედს გაგიცრუებთ.

ქალწული. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ვარსკვლავები ურჩევენ დღეს არ წამოიწყონ სერიოზული საქმიანი მოლაპარაკებები. არაა გამორიცხული, რომ ოჯახური ან პირადი პრობლემების მოგვარება მოგიხდეთ. შესაძლოა ბედმა გამოცდა მოგიწყოთ ფეთქებად ხასიათსა და პატივმოყვარეობაზე. დღეს გალოდებათ მოვლენათა მოულოდნელი შემობრუნება, რაც თქვენს სასარგებლოდ არ მოხდება.

სასწორი. მთელი დღის განმავლობაში წვრილმანი უსიამოვნებები გელით. ამიტომ, რაც შეიძება ნაკლები დრო გაატარეთ სახლს გარეთ. დღის ბოლოს თავის ტკივილები და სახსრების მტვრევაა მოსალოდნელი. კატეგორიულად გეკრძალებათ სექსი.

მორიელლი. დაძაბული დღე ელით მორიელებს. ფრთხილად იყავით. მოსალოდნელლია ტრავმები.

მშვილდოსანი. ენერგიის გადახარჯვა გელით. გაუფრთხილდით ძალებს და ტყუილად ნუ დახარჯავთ მათ. შეეცადეთ თავი აარიდოთ კონფლიქტებსს. თუ დღეს ვინმესთან იკამათებთ, შერიგება ახლო მომავალში არ მოხდება. ამ დღეს გარისკვა არ არის რეკომენდირებული. განსაკუთრებული დაკვირვებულობის გამოჩენა გმართებთ ფინანსურ საკითხებთან.

თხის რქა. ამ დამღლელ საქმეში ჩაფლულმა სულ დაივიწყეთ ახლობელი ადამიანები. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვენ ბავშვები, მაგრამ თქვენ მარტივად შეძლებთ ყველაფრის მოგვარებას. უმჯობესია საღამო ოჯახის წევრებთან გაატაროთ, მაგრამ არა სახლში. შეიარეთ კინოთეატრში, კაფეში, ან უბრალოდ გაისეირნეთ.

მერწყული. ხელსაყრელი დღე გელით. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენელს უამრავი სიურპრიზი ელის და სამწუხაროდ ყოველი მათგანი სასიამოვნო არ იქნება. მაგრამ ბედი დაგეხმარებათ რომ ამას გაუმკლავდეთ. საქმიანი მერწყულები შეძლებენ მოაგვარონ ფანანსური უთანხმოება პარტნიორებთან. ამ დღეს შეგიძლიათ გაახაროთ საკუთარი თავი და ახლობელი ადამიანები საჩუქრებით.

თევზები. ამ დღეს რომანტიკული მოგონებები მოგეძალებათ. და შედეგად იმ ადამიანთან შეხვედრა გელით, ვინც ოდესღაც გიყვარდათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა