31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი. ეცადეთ ამ დღეს თავი შეიკავოთ დაუფიქრებელი მოქმედებებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში გარშემომყოფებთან ურთიერთობები გაგირთულდებათ. მოსალოდნელია გაუმჯობესება სასიყვარულო ურთირთობაში. გზაზე სიფრთიხილე გმართებთ. არსებობს სხვადასხვაგვარი ტრავმის მიღების საშიშროება.
კურო. თქვენ დღეს ისე, როგორც არასდროს, დაკავებული იქნებით ოჯახის მიმართ მორალური კომფორტის მინიჭებით. სიყვარულში თავს გამარჯვებულად იგრძნობთ.
ტყუპები. ტყუპებისათვის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. მომგებიანი შენაძენის ან ლატარიაში მოგების საუკეთესო შანსი გეძლევათ. შესაძლოა დღეს დაგიბრუნონ სესხი, რომლის შესახებაც თითქმის დაივიწყეთ. ზოგიერთი ამ ნიშნის წარმომადგენელი მივლინებაში გაემგზავრება, რაც პერსპექტიულ ცვლილებებს მოგიტანთ.
კირჩხიბი. შეძლებისდაგვარად დაუთმეთ ყურადღება ოჯახს, განსაკუთრებით - ბავშვებს. აღმზრდელობითი საკითხები საუკეთესო შედეგებს მოიტანენ. საკვებ პრდუქტებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ. მოსალოდნელია ძლიერი მოწამვლა. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევა უმჯობესია შემდეგი დღისთვის გადადოთ.
ლომი. მოამზადე გემრიელი საუზმე შინაურებისათვის. თქვენ შეეცდებით მოაგვაროთ სიტუაცია ოჯახში. თქვენს ცუდ განწყობაზე კი არავის მიუძღვის წვლილი.
ქალწული. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენელს სავარაუდოდ აქტიურად მოუწევს თავისი პრინციპებისა და მსოფლმხედველობის დაცვა. მიუხედავად წინააღმდეგობების და სირთულეებისა, შეეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მოსალოდნელია კონფლიქტები გარშემომყოფებთან ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ნუ წახვალთ სტუმრად და ნურც სახლში მოიწვევთ მათ.
სასწორი. დღეს უარი თქვით აქტიურ საქმეებზე. წამოწექით ტახტზე და დაისვენეთ. კარგი იქნება თუ საღამოსაც სახლში გაატარებთ.
მორიელი. თქვენს სამსახურს ან ბიზნესს შეიძლება ახალი იდეები დასჭირდეს. ხელსაყრელი დღეა როგორც დასვენებისთვის, ასევე ახალი იდეების წარმოშობისთვის, რაც ახლო მომავალში ძალიან წაგადგებათ.
მშვილდოსანი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველას აქვს საკუთარი აზრი, თუმცა დღეს თქვენთვის ძალიან რთული იქნება ამის მიღება. იყავით დამაჯერებელი და ნუ ეცდებით ვინმესთვის რაიმეს მტკიცებას. დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. მოთმინება იქონიეთ.
თხის რქა. მოიშორეთ ცუდი განწყობა და გაუგებარი პანიკა. ეს ყველაფერი მხოლოდ გეჩვენება ცუდად. სინამდვილეში საქმე იმაზე უკეთ მიდის, ვიდრე თქვენ ფიქრობთ.
მერწყული. დღეს უნდა უფრთხილდეთ მოულოდნელ პრობლემას პირად ცხოვრებაში. დღის პირველ ნახევარში თქვენმა აგრესიულობამ და მეტისმეტმა თავდაჯერებამ შესაძლოა პროტესტი გამოიწვიოს ახლობელი ადამიანების და ნათესავების მხრიდან. ყოველი პრობლემისას უნდა იპოვოთ კონსტრუქციული გამოსავალი ან წახვიდეთ კომპრომისზე. დღის მეორე ნახევარში არასტანდარტული სიტუაცია გელით, რასაც მხოლოდ თქვენი მოხერხებულობით გაართმევთ თავს.
თევზები. თქვენი გეგმების განხორციელებას მხოლო იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ შეუმჩნევლად იმოქმედებთ და მათ შესახებ არავის უამბობთ. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენელს სასიამოვნო და სასარგებლო ნაცნობობა ელის. შეეცადეთ მოაგვაროთ ურთიერთობები ახლობელ ადამიანებთან და ნათესავებთან. არ ღირს ამ დღეს თვითმკურნალობა.