6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი. ვერძებს დღეს ვარსკვლევები მრავალ სიურპრიზს ჩუქნიან. სამწუხაროდ, ყოველი მათგანი ვერ იქნება სასიამოვნო. მაგრამ ბედი დაგეხმარებათ ამასთან გამკლავებაში. მატერიალური თვალსაზრისითაც არ გელოდებათ კარგი პერიოდი. მაგრამ შეეცადეთ არ მისცეთ გასაქანი ემოციებს. თუ ძირადღირებული შენაძენის გაკეთება გსურდათ, უმჯობესია ის სხვა დროისთვის გადადოთ. აკონტროლეთ თქვენი ფსიკიქური მგომარეობა.
კურო. ეს ძალიან არახელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად და ნებისმიერი ყოველდღიური საკითხების მოსაგვარებლად. ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, თქვენი დაკვირვებულობა და გონიერება დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ დღის ნეგატიურ ტენდენციას. ახლობელი ადამიანის კომპანია კი ხელს შეგიწყობთ დაივიწყოთ უსიამოვნებები.
ტყუპები. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ვარსკვლავები წარმატებულ პერიოდს ჩუქნიან. ზოგიერთ თქვენგანს ელის გაცნობა ადამიანისა, რომელიც შეძლებს დაგეხმაროთ თქვენი ოცნებების განხორციელებაში. კარგად წარიმართება სამსახურეობრივი და საყოფაცხოვრებო საქმეები. თქვენ შეძლებთ გაინებივროთ თავი საყიდლებით. ფინანსურ სფეროში სტაბილურობაა მოსალოდნელი. პირად ცხოვრებაში კი ახალი ამურული ნაცნობობა გელით.
კირჩიბი. არახელსაყრელი პერიოდია ფინანსებთან, პარტნიორებთან, მოვალეებთან და ინვესტორებთან ურთიერთობებში. ერიდეთ საეჭვო თავგადასავლებს და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ახლობელი ადამიანები იზრუნებენ სიმშვიდეზე თქვენს სახლში.
ლომი. კრიტიკული დღე ელით ლომებს. მოსალოდნელია კრიმინალურ ელემენტებს შეეჩეხოთ: ძარცვას ან სხვა სახის დანაკარგს. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენელს დამალული არასასიამოვნო ფაქტების გამოაშკარავება ელის მათი წარსულიდან, რაც ავტორიტეტს შეულახავს. შეეცადეთ დახმარებისთვისმეგობრებს ან ნათესავებს მიმართოთ. ისინი დაცვას და დახმარებას გპირდებიან. თუ კაზინოებისა და მსგავსი დაწესებულებების სტუმრობა გიყვართ, უმჯობესია დღეს ეს არ გააკეთოთ.
ქალწული. "გელიალური" აზრები და იდეები ეწვევათ დღეს ქალწულებს. ყოველი იდეა ფურცელზე დააფიქსირეთ და გაიაზრეთ. დღეს მოისმენთ ნამდვილ სიმართლეს. კარგად მოიფიქრეთ თქვენი სამომავლო მოქმედებები. უყიდეთ საყვარელ ადამიანს საჩუქარი. ეს მას გაახარებს.
სასწორი. დღევანდელი ჰოროსკოპი არ გიწინასწარმეტყველებთ არანაირ განსაკუთრებულ პრობლემას არცერთ ცხოვრებისეულ სფეროში. თქვენი გეგმები საინტერესო მოგზაურობაზე წარმატებით განხრციელდება. თქვენთან ერთად იქნებიან საყვარელი ადამიანები და ერთგული მეგობრები.
მორიელი. ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებთ, მარტივად გამოგივათ. შესაძლოა თანამშრომლებს თქვენი შურს და ამიტომაც გიჭირთ მათთან საერთო ენის გამონახვა. დღის მეორე ნახევარში უმჯობესია განმარტოვდეთ. საღამო გაატარეთ სახლში ტელევიზორთან ან წიგნებთან.
მშვილდოსანი. შესაფერისი დღეა თამამი და გადამწყვეტი მოქმედებებისათვის. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ რამე ახალი და მნიშვნელოვანი, წინ წაიგდოთ მიმდინარე საქმეები, წახვიდეთ სამოგზაუროდ ან შეიცვალოთ სამსახური. ყოველი თქვენგანი მიიღებს შანსს ცხოვრების გასაუმჯობესებლად. მთავარი დავალებაა დაიჭიროთ წარმატება და გამოიყენთ მთელი შესაძლებობები მის განსახორციელებლად.
თხის რქა. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ ელექტრო ხელსაწყოებით სარგებლობისას. მოსალოდნელია სხვადასხვა სახის მარცხი, სახლში იმდენად არა, როგორც სამსახურში, სადაც ყველა გაუფრთხილებლად ექცევა ტექნიკას. როგორც იტყვიან, ფრთხილს ღმერთიც უფრთხილდება.
მერწყული. სიყვარული - ეს გრძნობაა, რომლის შენარჩუნებაც რთულია. ის ნებისმიერ წუთს შესაძლოა ხელიდან გაგისხლტეთ. ამიტომ ნუ კვებავთ საკუთარ თავს ილუზიებით. მიიღეთ ცხოვრება ისეთი, როგორიც სინამდვილეშია. ეს თქვენ ძლიერ ადამიანად გაქცევთ.
თევზები. კარგი დღეა სახლში წესრიგის დასამყარებლად. ასევე კარგი დღეა საკუთარ პირად ცხოვრებაზე დასაფიქრებლად. თქვენი ემოციები თქვენთვისვე შეინახეთ.