8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი. ამ დღეს წარმატება თამამი და ენერგიული ვერძების მეგზური იქნება, რომელთაც შეუძლიათ ნაბისმიერი შექმნილი სიტუაციიდან იპოვონ გამოსავალი. შეეცადეთ ხელი არ მოაწეროთ მნიშვნელოვან საბუთებს და არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. დაუთმეთ ყურადღება მშობლებსა და ბავშვებს. ასევე იზრუნეთ საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობაზე.
კურო. ამ ნიშნის წარმომადგენლებს დღეს საკუთარი ოცნებების განხორციელება ელით. მთავარია დროულად მოახდინონ ორიენტირება და არ გაუშვან ხელიდან მომენტი. კარგი დროა საქმიანი ოპერაციებისთვის. თქვენ წარმატებით შეძლებთ სამეწარმეო საქმიანობის რეალიზება მოახდინოთ. დღე აღსავსე იქნება ახალი შეხვედრებით, მოულოდნელი ნაცნობობით, რაც პირადი ცხოვრებაში ზოგიერთ ცვლილებებს გამოიწვევს. ხელსაყრელი დღეა საყიდლებისათვის.
ტყუპები. თქვენ გეჩვენებათ რომ გარშემომყოფები ვერ გამჩნევენ. სინამდვილეში თქვენი იდეები არც ისე გონივრულია. მათ კი არ სურთ ეს პირდაპირ გითხრან და განწყობა გაგიფუჭონ.
კირჩხიბი. კირჩხიბებს დღეს სხვების მაგივრად მოუწევთ პრობლემების მოგვარება. თქვენი სასარგებლო რჩევები და ჩარევა დაეხმარებათ მათ შეცდომების გამოსასწორებლად. მეგობრები ამისათვის აუცილებლად მადლობას გეტყვიან.
ლომი. ლომებისათვის ამ დღე წარმატება მთლიანად გარანტირებულია. მოსალოდნელია ახალი რომანი, ან ძველი სიყვარულის დაბრუნება. ნუ აჰყვებით სიცრუესა და ცილისწამებას. ეს მხოლოდ პროვოკაციაა.
ქალწული. არ ღირს ამ დღეს სარისკო საქმეებში ან საეჭვო თავგადასავლებში მონაწილეობა. კარგი დღეა სპორტით დაკავებისა და ფიზიკურ ვარჯიშებისათვის,საუბრებისთვის, დაქორწინებისა და ჩასახვისათვის. დღის მეორე ნახევარში სავარაუდოდ მოულოდნელ ამბავს შეიტყობთ.
სასწორი. ნებისმიერი საუბარი დღეს კონფლიქტით დასრულდება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და სიფრთხილე გამოიჩინეთ საზოგადოებრივ ადგილებში. უარი თქვით ალკოჰოლზე და ზომიერად იკვებეთ. შეუფერებელი დღეა რომანტიკული შეხვედრისა და სექსისთვის.
მორიელი. შეგიძლიათ შვებით ამოისუნთქოთ - მძიმე პერიოდი დასრულდა. რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ყველაფერი გამოგივათ. დღეს შეიძლება აგიხდეთ ყველაზე სანუკვარი სურვილიც. აუცილებლად გაატარეთ რომანტიკული საღამო მეორე ნახევართან ერთად. თუ ის ჯერ არა გყავთ, მოსალოდნელია სწორედ დღეს შეხვდეთ მას.
მშვილდოსანი. ყოველთვის როდი ემთხვევა ჩვენი სურვილები შესაძლებლობებს. ზოგჯერ ამის გამო ხდება მრავალრიცხოვანი გაუგებრობები გარშემომყოფებთან. სწორედ დღეს დარწმუნდებით ამაში.
თხის რქა. თქვენ ხშირად უთმობთ ხოლმე სხვებს, მაგრამ დღეს შეეცადეთ მტკიცე იყოთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებში. ასევე გელით არასასიამოვნო შეხვედრები. მხოლოდ მომავალში იქნება ისინი თქვენთვის სარგებლობის მომტანი თუ შეგიძლიათ ადამიანებით მანიპულირება.
მერწყული. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებისათვის. თუ დიდი ხანია ხატვის, სიმღერის ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის დაწყება გსურდათ, ეს სწორედ ი დღეა, როცა ყველაფერი გამოგივათ. და თუ ამას პროფესიონალურად ფლობთ, მაშინ დიდი წარმატება გელით.
თევზები. დღეს სწორედ თქვენი ოცნებების ასრულების დღეა. რასაც ხელს მოჰკიდებთ, ყველაფერი გამოგივათ. თამამად მიირეთ გადაწყვეტილებები, გარისკეთ, წადით სამოგზაუროდ, შეიცვალეთ სამსახური. მხოლოდ ამ ორომტრიალში არ დაგავიწყდეთ ყურადრება დაუთმოთ ოჯახს.