თეგებით ძიება

სექტემბრის სასიყვარულო და ფინანსური ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქის ყველა ნიშნისთვის

მერ­კუ­რი 5-29 სექ­ტემ­ბერს სას­წო­რის ზო­დი­ა­ქო­ში გა­ა­ტა­რებს, ვე­ნე­რა კი 6 სექ­ტემ­ბერს ლომ­ში გა­დაბ­რძან­დე­ბა და იქ ორ ოქ­ტომ­ბრამ­დე გა­ჩერ­დე­ბა. მათ გავ­ლე­ნა­ზე ადრე დაწ­ვრი­ლე­ბით მო­გი­ყე­ვით, მაგ­რამ ახლა სწო­რედ ეს ორი კონ­ფი­გუ­რა­ცია უნდა გან­ვი­ხი­ლოთ, რათა სწო­რად დავ­გეგ­მოთ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა საქ­მი­ა­ნი და პი­რა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბით.

პირ­ველ რიგ­ში ქალ­წუ­ლებს ვუ­ლო­ცავთ და­ბა­დე­ბის დღეს, ახლა მათი დროა. ქალ­წუ­ლე­ბის დროს ყვე­ლა ნი­შანს გვე­ვა­ლე­ბა მო­ვა­წეს­რი­გოთ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა. და­ვა­ბი­ნა­ოთ მო­სა­ვა­ლი, მო­ვამ­ზა­დოთ სარ­ჩო ზამ­თრის­თვის. შე­ვას­რუ­ლოთ სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი. ვიზ­რუ­ნოთ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. გარ­და ამი­სა, უნდა ვიზ­რუ­ნოთ პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე.

მერ­კუ­რი არის კო­მუ­ნი­კა­ცია, ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა-გა­ცე­მა, რო­გორ ვლა­პა­რა­კობთ, ვფიქ­რობთ, ვსწავ­ლობთ - ეს ყვე­ლა­ფე­რი მისი თე­მაა. სას­წორ­ში (სას­წო­რის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა ვე­ნე­რაა - სიყ­ვა­რუ­ლი­სა და პარტნი­ო­რო­ბის სიმ­ბო­ლო) კი ემა­ტე­ბა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბა, დე­ლი­კა­ტუ­რო­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბა ხდე­ბა მე­ტად სა­სი­ა­მოვ­ნო და ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ, რომ მერ­კუ­რის მას­პინ­ძე­ლი სას­წორ­ში ვე­ნე­რაა. შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტი ამორ­ჩე­ვი­თი გა­გიხ­დეთ - მომ­წონს-არ მომ­წონს ან რა სარ­გე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა მო­მი­ტა­ნოს ამ კონ­ტაქ­ტმა. ანუ სას­წორ­ში მოხ­ვედ­რი­ლი მერ­კუ­რი მე­ტად დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და საქ­მი­ა­ნია, პარტნი­ო­რებს გა­აზ­რე­ბუ­ლად (სა­სიყ­ვა­რუ­ლო­საც და საქ­მი­ან­საც) ირ­ჩევს.

მერ­კუ­რის გავ­ლე­ნით სექ­ტემ­ბერ­ში რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღი გვაქვს:

9, 14, 19, 23 სექ­ტემ­ბე­რი - ეს დღე­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეთ სა­ყიდ­ლე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბის­თვის.

17, 21, 18-24 სექ­ტემ­ბე­რი - ეს უფრო რთუ­ლი დღე­ე­ბია. გირ­ჩევთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყოთ დო­კუ­მენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას, სა­ბუ­თე­ბის შედ­გე­ნი­სას, ბან­კებ­თან ან საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს. ამ დღე­ებ­ში არ აი­ღოთ ვა­ლე­ბი, კრე­დი­ტი.

23-25 სექ­ტემ­ბე­რი - ამ პე­რი­ოდ­ში არც არა­ფე­რი შე­ი­ძი­ნოთ და არც საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი, სა­ბუ­თე­ბის მოგ­ვა­რე­ბა არ და­გეგ­მოთ.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა ვე­ნე­რას : ვე­ნე­რა ლომ­ში - ადა­მი­ა­ნი მე­ტად რო­მან­ტი­კუ­ლი ხდე­ბა, მო­თხოვ­ნი­ლე­ბა უჩ­ნდე­ბა სი­ურპრი­ზე­ბი­სა და სა­ჩუქ­რე­ბის მი­ღე­ბა-გა­ცე­მის. გინ­დე­ბათ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად რო­მან­ტი­კუ­ლი პა­ემ­ნის მო­წყო­ბა, წვე­უ­ლე­ბა­ზე დას­წრე­ბა. მარ­ტო­ხე­ლებს სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნის და­წყე­ბის, რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბის სურ­ვი­ლი მო­ე­ძა­ლე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი ხან­მოკ­ლე იყოს, მაგ­რამ საკ­მა­ოდ და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი. თუმ­ცა, ფლირ­ტი გა­და­იზ­რდე­ბა თუ არა დიდ რო­მან­ში მო­მა­ვალ­ში გა­ირ­კვე­ვა. გარ­და ამი­სა, ლომ­ში ვე­ნე­რას სტუმ­რო­ბი­სას ადა­მი­ა­ნებს უჩ­ნდე­ბათ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სურ­ვი­ლი. იმ­ხი­ა­რუ­ლეთ და გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნათ, შვი­ლებ­თან. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბის­თვის გირ­ჩევთ მე­ტად და­ეს­წროთ სამ­ხი­ა­რუ­ლო შეხ­ვედ­რებს, დღე­სას­წა­უ­ლებს, კონ­ცერ­ტებს, წვე­უ­ლე­ბებს.

პა­ე­მა­ნი შე­გიძ­ლი­ათ და­ნიშ­ნოთ 9, 11, 13, 23 და 29 სექ­ტემ­ბერს. არ გირ­ჩევ 6, 10, 15 20-21, 24, 28 სექ­ტემ­ბერს.

ახლა კი ვნა­ხოთ, რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს მერ­კუ­რი და ვე­ნე­რი თქვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ზე:

ვერ­ძი

მო­ი­ძი­ეთ ახა­ლი საქ­მი­ა­ნი და სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რე­ბი. უკვე არ­სე­ბუ­ლებ­თან კი გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბი­ჯებს ნუ გა­დად­გამთ, რად­გან სექ­ტემ­ბერ­ში აქ­ტი­უ­რო­ბი­სა და ბრძო­ლის პლა­ნე­ტა, თქვე­ნი მმარ­თვე­ლი მარ­სი რეტ­როგ­რა­დუ­ლი ხდე­ბა. იმუ­შა­ვეთ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ზე, და­ა­ხა­რის­ხეთ ისი­ნი. სა­სიყ­ვა­რუ­ლო შეხ­ვედ­რა მო­სა­ლოდ­ნე­ლია უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის ად­გი­ლებ­ში. და იქ, სა­დაც სუ­ლი­ერ პრაქ­ტი­კებს მი­მარ­თავთ.

კურო

27 სექ­ტემ­ბრამ­დე უნდა მი­ი­ღოთ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ბან­კებ­ზე, სეს­ხებ­ზე, ის­წავ­ლოთ ურ­თი­ერ­თო­ბა კრე­დი­ტო­ფიც­რებ­თან. 18-24 სექ­ტემ­ბერს იყა­ვით გან­სა­კუთ­რე­ბით ფრთხი­ლად ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სას. გარ­და ამი­სა, სა­სიყ­ვა­რუ­ლო ნაც­ნო­ბო­ბა შე­საძ­ლოა მოხ­დეს სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა­ში ან თუნ­დაც იქ, სა­დაც მუ­შა­ობთ.

ტყუ­პი

ყუ­რა­დღე­ბით მო­აგ­ვა­რეთ იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი, სა­ბუ­თე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ სა­ზღვარ­გა­რეთ აპი­რებთ გამ­გზავ­რე­ბას (ვიზა, ემიგ­რა­ცია). 17 სექ­ტემ­ბრი­დან კარ­გი იქ­ნე­ბა სწავ­ლის, სუ­ლი­ერ პრაქ­ტი­კე­ბის და­წყე­ბა, თვალ­სა­წი­ე­რის მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა. რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლია მე­გობ­რე­ბის წრე­ში, ინ­ტერ­ნე­ტით ან ჰო­ბის, გა­სარ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ერთი სი­ტყვით იმით, რისი კე­თე­ბაც სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებთ.

კირჩხი­ბი

კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ აი­მაღ­ლებთ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას, მი­ი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სში. მე­ტად უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი ცოდ­ნა და ნიჭი. გა­ა­ა­ნა­ლი­ზეთ რა გა­ა­კე­თეთ, რისი გა­კე­თე­ბა გსურთ, რათა მე­ტად გა­გი­ად­ვილ­დეთ მიზ­ნის მიღ­წე­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა რო­მან­ტი­კულ ნაც­ნო­ბო­ბას, ეს შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს სა­ნა­პი­რო­ზე, ან წმინ­და ად­გი­ლას, მო­ნას­ტერ­ში. ქველ­მოქ­მე­დე­ბის ად­გი­ლას.

ლომი

შე­ის­წავ­ლეთ ის სფე­რო­ე­ბი, რაც წინსვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მო­გი­ტანთ. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ინ­ტერ­ნე­ტის სფე­რო­ებ­საც ის­წავ­ლით, სა­კუ­თარ საქ­მი­ა­ნო­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით აწარ­მო­ებთ ან შე­იძ­ლე­ბა დის­ტან­ცი­რე­ბულ მუ­შა­ო­ბა­ზე გა­დახ­ვი­დეთ. ხში­რად შეხ­ვდით მე­გობ­რებს. გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვინც გამ­ხნე­ვებთ, რომ რა­ღა­ცას მი­აღ­წი­ოთ ან ვის­თა­ნაც სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი გაქვთ.

რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლია ინ­ტერ­ნე­ტით. იმის გამო, რომ ვე­ნე­რა ახლა თქვენს ნი­შანს გა­დის (ორ ოქ­ტომ­ბრამ­დე), ეცა­დეთ, ყო­ველ­დღე თვა­ლის­მომჭრე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეთ. შე­გიძ­ლი­ათ დახ­ვე­წოთ თქვე­ნი იმი­ჯი და სტი­ლი. მეტი მე­ფუ­რო­ბა და ბრწყინ­ვა­ლე­ბა შე­ი­ტა­ნეთ სა­მოს­ში.

ქალ­წუ­ლი

ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ თქვენს სურ­ვი­ლებს და მიზ­ნებს. რო­გორც წესი, სულ სხვებ­ზე და სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ზე ხართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ახლა კი სა­კუ­თარ თავს უნდა მი­ხე­დოთ. აკუ­რა­ტუ­ლი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ისე­დაც ხართ და ახლა ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს­კენ მი­მარ­თეთ ეს თვი­სე­ბე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ფსი­ქო­ლო­გის დახ­მა­რე­ბაც კი დაგ­ჭირ­დეთ, რათა გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ შინ­გა­ნი ში­შე­ბი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის­გან. კარ­გია არტთე­რა­პია. ვე­ნე­რას გავ­ლე­ნით, სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ყიდ­ლე­ბი გე­ლით.

სას­წო­რი

27 სექ­ტემ­ბრამ­დე ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­მო­ი­ჩი­ნეთ, რომ გა­ნა­ვი­თა­რეთ მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტე­ბი, მი­ი­ღოთ თქვენ­თვის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია. არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნებ­თან და­კონ­ტაქ­ტე­ბა და მათ­თან და­მე­გობ­რე­ბა. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და-ძმებ­თან, ახ­ლობ­ლებ­თან და მე­გობ­რებ­თან. მათ­გან შე­იძ­ლე­ბა მხარ­და­ჭე­რაც კი მი­ი­ღოთ (ფი­ნან­სუ­რიც). კარ­გი პე­რი­ო­დი ელით პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს, მაგ­რამ სხვებ­საც შე­გიძ­ლი­ათ, სა­კუ­თარ თავს რეკ­ლა­მა გა­უ­წი­ოთ. მო­ა­წე­სი­გეთ ავ­ტო­მო­ბი­ლი.

მო­რი­ე­ლი

ფი­ნან­სე­ბი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი ითხოვს ყუ­რა­დღე­ბას. ჩა­მო­წე­რეთ იმ ნივ­თე­ბის სია, რო­მელ­თა შე­ძე­ნა­საც აპი­რებთ (არა მარ­ტო სექ­ტემ­ბერ­ში, წლის ბო­ლომ­დე). და­ფიქ­რდით, იქ­ნე­ბა, თქვენ გაქვთ რამე ცოდ­ნა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ფული მო­გი­ტანთ. გეგ­მაც კი შე­გიძ­ლი­ათ შე­ად­გი­ნოთ, რათა გა­გი­ად­ვილ­დეთ მოქ­მე­დე­ბა. ან შე­იძ­ლე­ბა თქვენ­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ მო­ი­მა­ტოს ფას­ში. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მო­ა­წეს­რი­გებთ თქვენს პი­რად კუ­თხეს. გახ­შირ­დე­ბა შინ სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბა და თქვენც ხში­რად წახ­ვალთ ახ­ლობ­ლებ­თან. გირ­ჩევთ, დე­დას მი­არ­თვათ სა­ჩუ­ქა­რი, ისე­თი, რაც მას გა­ა­ხა­რებს, ან ელის თქვენ­გან.

მშვილ­დო­სა­ნი

თქვე­ნი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა (ოფი­სიც) ითხოვს ყუ­რა­დღე­ბას. გა­და­ხე­დეთ, იქ­ნებ, ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი მიყ­რილ-მოყ­რი­ლი გაქვთ. მო­ა­წეს­რი­გეთ დო­კუ­მენ­ტე­ბი (კომ­პი­უ­ტერ­შიც). გა­ავ­რცე­ლეთ ინ­ფორ­მა­ცია სა­კუ­თარ თავ­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, რათა მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დეთ. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბულ და მო­მა­ვალ კლი­ენ­ტებ­თან, თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ყიდ­ვებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ჩა­ე­წე­რეთ თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კურ­სებ­ზე. გა­მო­ნა­ხეთ დრო ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის, მაგ­რამ 14-21 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით მან­ქა­ნის ყიდ­ვას არ გირ­ჩევთ. ბავ­შვებს მო­უ­წყვეთ დღე­სას­წა­უ­ლი და თა­ვა­დაც იმ­ხი­ა­რუ­ლეთ. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით მხი­ა­რუ­ლე­ბის ად­გი­ლებ­ში. სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რი კი ხში­რად გა­ა­ნე­ბივ­რეთ რო­მან­ტი­კუ­ლი პა­ემ­ნით.

თხის რქა

ში­ნა­გა­ნად და გა­რეგ­ნუ­ლად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი უნდა იყოთ. შე­იძ­ლე­ბა გა­აძ­ლი­ე­როთ დაც­ვა (ბი­ნის, გა­ჯე­ტე­ბის). ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა მო­ინ­დო­მოს ნა­თე­სა­ვე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა და წი­ნაპ­რებ­ზე მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა (არ­ქი­ვებ­შიც). რაც შე­ე­ხე­ბა რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბის ად­გილს, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სამ­სა­ხურ­ში ან სპორ­ტულ-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ ან, კოს­მე­ტო­ლო­გი­ურ-დი­ე­ტო­ლო­გი­ურ ცენ­ტრში. თუმ­ცა, სექ­ტემ­ბრში სი­ლა­მა­ზის ნემ­სე­ბის გა­კე­თე­ბა­სა და ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას არ გირ­ჩევთ.

მერ­წყუ­ლი

მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ ბავ­შვებს და საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს. ეცა­დეთ, მეტი დრო და­უთ­მოთ მათ. ხში­რად გა­ერ­თოთ მათ­თან თა­მა­შით. ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბი, ჰობი. შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ძი­ოთ ინ­ფორ­მა­ცია ხელ­საქ­მე­ზე ან იმ ადა­მი­ა­ნებს და­უ­მე­გობ­რდეთ, ვინც ჰენდმე­ი­დი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი და მის­გან მი­ი­ღოთ რჩე­ვე­ბი. ვე­ნე­რას გავ­ლე­ნით გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. მე­ტად გა­მო­ხა­ტეთ სიყ­ვა­რუ­ლი თქვე­ნი მე­წყვი­ლი­სად­მი და სა­სი­ა­მოვ­ნო შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­კე­თოთ საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რის­თვი­საც.

თევ­ზე­ბი

უნდა მო­ა­წეს­რი­გოთ, თა­ვი­სი ად­გი­ლი მი­უ­ჩი­ნოთ პი­რად ნივ­თებს სახ­ლშიც და სამ­სა­ხურ­შიც. და­ა­ხა­რის­ხეთ ის ცოდ­ნა, რა­საც ფლობთ, ან მო­ი­ძი­ოთ ინ­ფორ­მა­ცია. შე­იძ­ლე­ბა დაგ­ჭირ­დეთ და­მა­ტე­ბი­თი სწავ­ლის მი­ღე­ბა, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბელ კურ­სებ­ზე დას­წრე­ბა. მარ­თა­ლია, არ გიყ­ვართ, მაგ­რამ რუ­ტი­ნუ­ლი საქ­მე­ე­ბის უნდა შე­ას­რუ­ლოთ. გა­და­ხე­დოთ კვე­ბის რა­ცი­ონს, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან. მი­ხე­დეთ ჯან­მრთე­ლო­ბას, და­ი­წყეთ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით ცხოვ­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სიყ­ვა­რულს, მარ­ტო­ხე­ლებს სა­სი­ა­მოვ­ნო ნაც­ნო­ბო­ბა ელით ბან­კში, სა­და­ზღვე­ვო ფირ­მა­ში, სა­ბან­კო და საკ­რე­დი­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.


ავტორი:
რუსა გელაშვილი


წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა