თეგებით ძიება

10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. ამ ნიშნის წარმომადგენლებს დღეს კარიერაში წარმატება ელით. მათი საქმიანი რეპუტაცია ძალიან გაიზრდება. ამ დღეს ვერძები ენერგიის მოზღვავებას იგრძნობენ, რაც სერიოზული ცვლილებების სურვილს გაუძლიერებს. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ამ დღეს მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგში შეცვლა არ ღირს. თქვენ შეურიგდებით ადამიანს, რომელთანაც ახლახანს კონფლიქტი მოგივიდათ. სახლში სიმშვიდე და ურთიერთგაგება იმეფებს.

კურო. თქვენ ძალიან ბევრს ფიქრობთ. შეეცადეთ უფრო მარტივად მიუდგეთ ყველას და ყველაფერს. არა უშავს თუ ისე არ გამოვიდა, როგორც გინდოდათ. შეეცადეთ გაიუმჯობესოთ ცხოვრება და ნუ დასვავთ კითხვებს "რატომ?!", "რისთვის?!". გათავისუფლდით სინდისის ქენჯნისაგან.

ტყუპები. რთული და ცვალებადი დღე გელით სამსახურში, მაგრამ თუ თავს ხელში აიყვანთ, შესაძლებელია ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. დიდ შედეგებს მიაღწევთ სახლში. გააკეთეთ რემონტი ან მოაწყვეთ გენერალური დალაგება. გაისეირნეთ ბავშვებთან ერთად. ისინი დიდი ხანია ამაზე ოცნებობენ.

კირჩხიბი. ნუ მიაქცევთ ყურადღებას წარუმატებლობას და ტყუილად ნუ განაწყენდებით. უბრალოდ უნდა გაუძლოთ ამ დღეს და შემდეგ ყველაფერი მოგვარდება. აი, ჯანმრთელობაზე ყურადღების მიქცევა კი აუცილებლად ღირს. ეწვიეთ ექიმს, გაესინჯეთ. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ თვალებს.

ლომი. ამ ნიშნის წარმომდგენლებს საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემის პოზიტიური გადაწყვეტა ელით. შესაძლებელის სწორედ დღეს მოახერხოთ დიდი ხნის წინ დაწყებული პროექტის დასრულება. გარკვეული მიზნების მისაღწევად უბრალოდ სწორად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები და მოუმზადებლად ნუ ეკვეთებით საქმეს. ზოგიერთი ამ ნიშნის წარმომადგენელი სავარაუდოდ თავიანთ საბედოს შეხვდება.

ქალწული. სული ბევრ რომანტიკასა და სინაზეს მოგთხოვთ. ერთსაც და მეორესაც მათ შორის იპოვით, ვინც სამსახურიდან დაბრუნებულს ყოველ დღე სახლში გხვდებათ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საშიშროების გამო გირჩევთ არ დაკავდეთ ამ დღეს სპორტის ექსტრემალური სახეობებით.

სასწორი. ზოგიერთმა ამ ნიშნის წარმომადგენელმა შესაძლოა დიდი ხნის უნახავი შორეული ნათესავისაგან, შეტყობინება მიიღოს. კარგი იქნება თუ ამ დღეს თავს შეიკავებთ მნიშვნელოვანი შენაძენისაგან, რადგან ეს წარუმატებელი აღმოჩნდება. კარგი იქნება თუ შეძლებისდაგვარად მთელ დღეს ოჯახსა და ახლობელ ადამიანებს მიუძღვნით.

მორიელი. არ ღირს ამ დღეს ტვინის დაძაბვა. რაც შეიძლება ნაკლებად დატვირთეთ ხელები და მხრები. გადაწყვიტეთ მხოლოდ გადაუდებელი საქმეები. გირჩევთ დღეს კარგად დაისვენოთ. შეიარეთ ეკლესიაში და იფიქრეთ საკუთარ ცხოვრებაზე.

მშვილდოსანი. მშვილდოსნებისათვის დღე ორმაგად წინააღმდეგობრივია. არასასურველია ამ დღეს აქტიური ქმედებები. სანამ რაიმეს მოიმოქმედებდეთ, გაჩერდით და დაფიქრდით, სწორად იქცევით თუ არა. თქვენი მეხსიერება გაიხსენებს წარსულის მკაფიო მოგონებებს, წარმოსახვა კი დახატავს საკმაოდ ბნელ, არასახარბიელო პერსპექტივებს. ამ დღეს კარგი იქნება თუ შეხვდებით თქვენთვის ყველაზე ახლობელ ადამიანებს და გაუზირებთ მათ თქვენს შიშებსა და წინათგრძნობებს. შეხვედრის შემდეგ შვებას იგრძნობთ.

თხის რქა. გირჩევთ დღეს სილამაზის სალონს ან ფიტკეს კლუბს ეწვიოთ და საკუთარ თავს მიხედოთ. ალკოჰოლის მიღება ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. ასევე უარი თქვით ცხიმიან საკვებზე. საღამო ოჯახურ წრეში გაატარეთ.

მერწყული. დიდი ხანია სტომატოლოგთან არ ყოფილხართ? ეს დღეს უნდა გააკეთოთ და შეამოწმოთ კბილები. შეეცადეთ არ გადადოთ ეს ვიზიტი.

თევზები. კარგი დღეა ცხოვრებისეული გზის აბალიზისა და დასკვნების გამოტანისათვის. გაისტუმრეთ ვალები, აპატიეთ წყებენი. მოიშორეთ არასაჭირო, ძველი ნივთები და გათავისუფლდით კავშირებისაგან, რომლებიც გძაბავენ. იყავით მომთმენნი. გამოავლინეთ ყურადღება და თანაგრძნობა. უარი თქვით ცხოველურ საკვებზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა