თეგებით ძიება

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. ყურადღება მიადევნეთ საკუთარ ჯანმრთელობას. აირჩიეთ მსუბუქი, აუცილებლად სახლის და ახალი საკვები. გამოიყენეთ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული.

კურო. კუროებს დღეს ისე, როგორც არასდროს, წაადგებათ დღევანდელი ინტუიცია. ყველაფერი ისე გააკეთეთ, როგორც გული გკარნახობთ და ნუ მოუსმინეთ სხვის რჩევებს. დარწმუნებული იყავით დღეს საკუთარ წარმატებაში.

ტყუპები. დროა ორიენტირება მოახდინოთ ყოველდღიურ საქმეებზე და წვრილმან საყოფაცხოვრებო საკითხებზე. თუ შეეცდებით, ძველი პრობლემის მოგვარებასაც შეძლებთ. და ნუ მიიტანთ გულთან ახლოს სხვის კრიტიკას - მათ შური ამოძრავებთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვებას. მოსალოდნელია უხარისხო საკვებით მოწამვლა.

კირჩხიბი. ამ ნიშნის ყოველი წარმომადგენისათვის მოდუნების დროა. და თუ მთელი დღეების განმავლობაში მუშაობთ, აუცილებლად უნდა გამონახოთ დრო სიზარმაცისათვის. მაგალითად, უბრალოდ წამოწვეთ დივანზე და უყუროთ ტელევიზორს ან წაიკითხოთ საინტერესო წიგნი.

ლომი. შეეცადეთ დღეს რისკთან დაკავშირებული საქმით არ დაკავდეთ, ასევე ერიდეთ ძვირადღირებულ შენაძენებს. ფასეული შეიძლება იყოს ძველი მეგობრებისგან ან ნათესავებისაგან მიღებული დღევანდელი რჩევები. ნუ გააფორმებთ მნიშვნელოვან საქმიან გარიგებებს. მათ შესაძლოა ნეგატიური შედეგები მოჰყვეს. დღევანდელი დღე გაატარეთ ოჯახურ წრეში და მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს.

ქალწული. ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან შეგერყევათ. გირჩევთ, რომ ყველა გეგმა ხვალისთვის გადადოთ, რადგანაც მოსალდნელია კონფლიქტები სამსახურშიც და ოჯახშიც. კარგი იქნებოდა დაგესვენათ.

სასწორი. შენაძენი, რასაც სექტემბერში გეგმავდით დიდი რისკის ქვეშ დადგება. ნუ განაწყენდებით. ზოგი ჭირი მარგებელია. მალე დიდი ფასდაკლებები იქნება და უფრო იაფად შეძლებთ ამ შენაძენის განხორციელებას.

მორიელი. თქვენს ჰორიზონტზე ახალი სიყვარული გამოჩნდება. ეს იქნება ადამიანი, რომელიც თქვენთვის ძალიან ძვირფასი გახდება. თქვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, თანდათანობით დაუახლოვდებით ერთმანეთს. მაგრამ გადადგათ თუ არა ის უკანასკნელი ნაბიჯი, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტი იქნება. უბრალოდ იმოქმედეთ გააზრებულად.

მშვილდოსანი. დღეს განსაკუთრებული ყურადღება და კორექტულობა გმართებთ მეგობრებთან, თანამშრომლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობებში. არ ღირს ახალი საქმის დაწყება თუ დარწმუნებული არ იქნებით, რომ ამისთვის მზად ხართ. დღის მეორე ნახევარში თქვენ გელით მოულოდნელი სასიამოვნო შეხვედრა. პაემანი შესაძლოა დასრულდეს ხელისა და გულის შეთავაზებით.

თხის რქა. თქვენ შეძლებთ დაკავდეთ შემოქმედებითი საქმიანობით, რაც მომგებიანად შეგიფასდებათ. ამ დღეს შესაძლოა მეგობრებმა თხოვნით მოგმართონ. შეეცადეთ ისინი არ გააწბილოთ. დაუთმეთ ცოტაოდენი დრო მშობლებს და ბავშვებს, თუ რა თქმა უნდა, ისინი გყავთ. შეეცადეთ გაისეირნოთ სუფთა ჰაერზე და ნუ გამოიყენებთ ხორციან საკვებს.

მერწყული. ამ ნიშნის ადამიანებისათვის, როგორც იქნა, დადგა დრო, როცა ცხოვრების ახალი პერიოდი შეგიძლიათ დაიწყოთ. მომავალი საქმე კარგ შემოსავალს მოგიტანთ. ზოგიერთი მერწყული ძალიან გავლენიანი ადამიანების გაცნობას შეძლებს, რომლებიც გადამწყვეტი როლის შესრულებას მოახერხებენ მათ მოომავალ ცხოვრებაში. რითაც არ უნდა დაკავდეთ ამ დღეს, ყველფეში მოგებული დარჩებით.

თევზები. დღეს ძალიან ადვილად გამოხვალთ წყობილებიდან. მოსალოდნელია სერიოზული კონფლიქტი ხანგრძივი შედეგებით. განსაკუთრებული დაკვირვებულობა გმართებთ ფულთან დაკავშირებით. ნუ აიღებთ სესხს და ნურც თავად გაასესხებთ ფულს. საღამო მშვიდ ატმოსფეროში ჩაივლის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა