მამაკაცების საყურადღებოდ - ვინ როგორი სიდედრია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
მამაკაცებო, ყურადღებით გაეცანით მომავალი სიდედრის (ან უკვე არსებულის) ხასიათს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით და სამომავლოდ ოჯახში ნაკლები პრობლემები შეგექმნებათ.
სიდედრი-ვერძი
საკუთარ ქალიშვილსა და სიძეს ზრდასრულ ადამიანებად აღიქვამს, მაგრამ ამასთან, გამუდმებით იმის გარკვევას ცდილობს, ხომ არ აბრაზებს ქმარი მის ქალიშვილს. მისთვის დამცველის როლში ყოფნა და ბრძოლა – აქტიურობის საწინდარია. თუ ცალ-ცალკე ცხოვრობთ, მაშინ სიდედრი-ვერძი თქვენი ხშირი სტუმარი იქნება. გადაადგილებები სახლში და სხვა ნოუ-ჰაუ – მისი კრედოა. ძვირფასი "დედიკოს" მოხიბვლასა და მისი დაუშრეტელი ენერგიის სხვა რამისკენ მიმართვას შეძლებთ, თუ აჩუქებთ პატარა მიწის ნაკვეთს ან ავტომობილს.
სიდედრი-კურო
ძალიან არ უყვარს შვილების ოჯახის საქმეებში ჩარევა. ქალიშვილის წუწუნს მოკლედ პასუხობს: "შენ თავად აირჩიე ქმარი!" არ უყვარს სტუმრად სიარული, მაგრამ გულუხვად და სიხარულით ხვდება სტუმრებს თავის სახლში. სიდედრი შეიძლება გახდეს სიძის მრჩეველი და სპონსორიც კი, მაგრამ თუ ქმარი ვერ შეძლებს ოჯახის ღირსეულად შენახვას, მაშინ სიდედრისგან მოწყალებას მხოლოდ საკუთარი ქალიშვილი და შვილიშვილი უნდა ელოდნენ და არა სიძე.
სიდედრი-ტყუპი
ძალიან მსუბუქია ურთიერთობაში. შეგიძლიათ თანატოლად აღიქვათ. თუმცა მალე მისი გაუთავებელი ლაილაი ყელში ამოგივათ, თან საიდუმლოს შენახვასაც არ ელოდეთ მისგან. ამიტომაც ცოტა ილაპარაკეთ, მაგრამ კარგად მოუსმინეთ. ძალიან კარგია ტყუპი-სიდედრი ბებიის როლში – თამაშები, სეირნობა და შვილიშვილების სწავლა-განათლება მას იდეალურად გამოსდის. წლებთან ერთად კი მისგან გაიგებთ თქვენი მოზარდი შვილების ყველა საიდუმლოს. და ის კვლავ ვერ შეამჩნევს, როგორ წამოსცდა ეს.
სიდედრი-კირჩხიბი
ჩვეულებრივ, ძალიან მშვიდია. მის ჯადოსნურ ხელებში ყველაფერი მყუდრო ბუდეს ემსგავსება, მისი სამზარეულოდან კი მუდამ გონებისდამკარგველი არომატები გამოდის. მაგრამ დაიმახსოვრე, რომ კირჩხიბი-სიდედრი ძალიან ბუტიაა და მისი წყენის მიზეზი შესაძლოა, საერთოდაც ვერასდროს გაიგოთ. ოჯახური დღესასწაულები და ტრადიციები მისთვის წმინდაა. მისთვის მთავარია – არა საჩუქრის ფასი, არამედ ყურადღება. ის არასოდეს მოუწყობს ინტრიგას საკუთარი შვილის ქმარს.
სიდედრი-ლომი
ხანდახან ლომის სიძეს შესაძლოა მოეჩვენოს, რომ ცოლად სიდედრი ჰყავს და არა მისი ქალიშვილი. ლომი-სიდედრი სიძისგან მოითხოვს ყვავილებსა და ყურადღების ყველანაირ გამოვლინებას, კომპლიმენტებსა და აღფრთოვანების შეძახილებს. ის შეიძლება გახდეს სიძის მეგობარი და შესაძლოა საქმიანი პარტნიორიც და არასოდეს იჭორავებს ქალიშვილთან სიძის ზურგსუკან. თუ წყვილს შორის უსიამოვნება მოხდა, ის ორივეს გაამტყუნებს და არამც და არამც არ გაამართლებს კამათში საკუთარ ქალიშვილს.
სიდედრი-ქალწული
ძალიან მნიშვნელოვანია მისგან შორს ცხოვრება. ყველა ანეკდოტი სერიიდან "სიდედრი" - სწორედ მასზეა. ის ყველაფერში ცხვირს ჰყოფს, აკრიტიკებს, ყველა სიტყვაზე ეკიდება და ყველაზე პოზიტიურშიც უარყოფითს ეძებს. ძალიან ცნობისმოყვარეა, უყვარს სიძეზე ჭორაობა თავის მეგობრებთან. ქალიშვილი კი გამუდმებით ქმრის გმობას ისმენს დედისგან. ძალიან ხშირად სიდედრი-ქალწული ხდება ოჯახების დანგრევის მიზეზი.
სიდედრი-სასწორი
მშვიდობის მტრედი – ის დიპლომატიურად აგვარებს წყვილს შორის წარმოქმნილ ყველა კონფლიქტს და თანაც ისე, რომ დამნაშავე არცერთი მხარე არ რჩება. მასთან რაც შეიძლება ხშირად უნდა იკონტაქტოს სიძემ და თავისუფლად იცხოვრებდით მასთან ერთ ჭერქვეშ. ის ტაქტიკურია და შეუძლია საერთოდ უჩინარი გახდეს საჭირო დროსა და მომენტში. მისი დევიზია: "ყველგან და ყველაფერში უნდა გრძნობდე თავს კომფორტულად". ის სიძეს ოჯახის უფროსად აღიარებს და თავად შეუცვლელ რუხ კარდინალად რჩება. ასეთი სიდედრი საკუთარი სიძისთვის მეგობარი ხდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის ქალიშვილთან არც ისეთი კარგი ურთიერთობა აქვს.
სიდედრი-მორიელი
ის სიძის პლუსებსა და მინუსებს თავიდანვე სათანადოდ აფასებს და გამოაქვს ვერდიქტი, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ის ყოველთვის გააკონტროლებს, რამდენად ხარისხიანად ასრულებს სიძე ქმრისა და მამის მოვალეობებს. თუ სიდედრი გადაწყვეტს, რომ ის მისი ქალიშვილის შესაფერისი არ არის, მაშინ სიძე საშიშ მტერს შეიძენს სიდედრის სახით. ქალიშვილის სურვილები, ემოციები და გრძნობები მხედველობაში არ მიიღება. გამარჯვება ბრძოლაში ყოველთვის სიდედრის მხარეზე იქნება. სიძეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუმართლებს, თუ თავადაც მორიელია.
სიდედრი-მშვილდოსანი
ცოლ-ქმრის ურთიერთობაში არასდროს ჩაერევა, ქალიშვილის წუწუნზე კი ერთადერთი პასუხი ექნება: "მე შენ გაფრთხილებდი!" - ამით დიალოგი დამთავრდება. ყურადღებით მოისმინეთ მისი დარიგება და რჩევები. რაც მთავარია, არ ეკამათოთ. მისი რეკომენდაციების გაკონტროლებას სიდედრი არ დაიწყებს. პატივისცემა – ეს, ალბათ, მისი ერთადერთი მოთხოვნაა. რა თქმა უნდა, ეს ორმხრივი იქნება. ის ყოველთვის გაითვალისწინებს ახალგაზრდა ოჯახის გამოუცდელობასა და საკუთარი ქალიშვილის ქარაფშუტა ხასიათს.
სიდედრი-თხის რქა
თავადვე და თავიდანვე მიჯნავს ახალშექმნილ ოჯახს და რაც უფრო სწრაფად, მით უკეთესი. მას საერთოდ არ ანაღვლებს სიძის მისდამი დამოკიდებულება. ქალიშვილისა და მისი ქმრის გრძნობებსა და ემოციებსაც ნაკლებად აქცევს ყურადღებას. ძირითად რეზიუმეს მხოლოდ სიძის საბანკო ანგარიშების გაცნობისა და შესწავლის შემდეგ აკეთებს. არასოდეს მოგაბეზრებთ თავს თავისი ვიზიტებითა და რჩევებით. აუცილებლად დაგეხმარებათ, თუ გასაგები და მოტივირებული იქნება თქვენი მიზნები და მისწრაფებები.
სიდედრი-მერწყული
დემოკრატიული და სამართლიანია. სტატუსი "სიძე" მისთვის არ არსებობს – ქალიშვილის ქმარი ავტომატურად მისი შვილი ხდება. ცოლ-ქმრის კონფლიქტებშიც ყოველთვის სამართლიანი და ობიექტურია, თუმცა ხანდახან ძალიან მკაცრად გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას. არასოდეს წააჩხუბებს ცოლ-ქმარს და არც მათ შერიგებაში მიიღებს მონაწილეობას, არც თავად გახდება კონფლიქტის მიზეზი. თუმცა ასეთ სიდედრთან ცხოვრება მშვიდი არ იქნება: მას უამრავი მეგობარი და დაქალი ჰყავს, გაუთავებლად რეკავს ტელეფონი, ყოველთვის ყველა სიახლის საქმის კურსშია და ინარჩუნებს შინაგან ახალგაზრდობას საკმაოდ მოწიფულ ასაკშიც კი. სიურპრიზები და მოულოდნელობები, მოკლე ჩართვები და ქარიშხლები – ეს ყველაფერი მასთან ხდება. თუ მალევე გაუჩენთ შვილიშვილებს, მისი ყურადღება მაშინვე მათზე გადაერთვება. სიდედრი-მერწყული შეუცვლელი ბებიაა – ის იზრუნებს ბავშვების განათლებაზე, მათი ერუდიციის ამაღლებაზე.
სიდედრი-თევზები
მშვიდი, გაწონასწორებული სიდედრი-თევზები საკუთარ თავს ხშირად შვილებსა და შვილიშვილებს სწირავს. უძღვება ოჯახის საქმეებს, დაკავებულია შვილიშვილების აღზრდით, თუმცა დროდადრო წუწუნებს, რომ მისი პირადი ცხოვრება იმ დღეს დასრულდა, როცა მისი ქალიშვილი გათხოვდა. ჩხუბსა და კონფლიქტებზე მხოლოდ ცრემლებითა და შერიგებაზე ჩუმი მუდარით ახდენს რეაქციას. ცრუმორწმუნეა და სჯერა სიზმრების. კეთილ, მზრუნველ ბებიად მაშინვე გადაიქცევა, როგორც კი ოჯახში ბავშვი დაიბადება. ახალგაზრდა ოჯახის ხშირი სტუმარია, ზრუნავს შვილიშვილებზე, დიასახლისობს. ყველაფერს კორექტულად აკეთებს და თითქმის შეუმჩნეველია. "ოქროს სიდედრი" - ეს მასზეა ნათქვამი.
წყარო:newposts.ge