თეგებით ძიება

თუ ბევრს შურს თქვენი, თუ გინდათ, რომ ლამაზი იყოთ და ოჯახში გქონდეთ სიმშვიდე - წყლის მარტივი რიტუალები წარმატებისთვის

წყა­ლი ისე­თი­ვე ამო­უხ­სნე­ლი ფე­ნო­მე­ნია, რო­გო­რიც ცე­ცხლი. წყლი­სა და ცე­ცხლის მა­გია უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან მო­დის, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნია, ვი­საც შეს­წევს ძალა, მარ­თოს ისი­ნი. წყა­ლი - ესა პირ­ვე­ლი სტი­ქია, სა­ი­და­ნაც ჩვენ მოვ­დი­ვართ, რად­გან მუც­ლად ყოფ­ნი­სას, 9 თვეს ზუს­ტა­დაც რომ წყალ­ში ვა­ტა­რებთ და არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ ადა­მი­ა­ნის 80% შედ­გე­ბა წყლის­გან. ასე რომ, წყა­ლი ჩვე­ნი დამ­ხმა­რე ძა­ლაა და მას­თან სწო­რად მოქ­ცე­ვაც უნდა ვი­ცო­დეთ.

თუ გაქვთ უმი­ზე­ზო შფოთვე­ბი, არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რის­გა­ნაა გა­მოწ­ვე­უ­ლი; სამ­სა­ხურ­ში გაქვთ უსი­ა­მოვ­ნე­ბა, თუ ეჭვი გაქვთ, რომ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი გღა­ლა­ტობთ - გან­თი­ა­დამ­დე ნე­ბის­მი­ე­რი წყა­რო­დან აი­ღეთ წყა­ლი ღრმა ჭურ­ჭელ­ში, შემ­დეგ კი სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გაშ­ლი­ლი ხე­ლის მტე­ვა­ნი ჩა­ყა­ვით წყალ­ში და და­ის­ვე­ლეთ. სამი დღის მერე მი­დით ნე­ბის­მი­ერ მდი­ნა­რეს­თან და გა­დაღ­ვა­რეთ ეს ნა­ბა­ნი წყა­ლი მდი­ნა­რე­ში და და­ა­ყო­ლეთ შემ­დე­გი სი­ტყვე­ბი: "წყალს ვღვრი, ში­შებს ვუშ­ვებ, ჩადი წყა­ლო ზღვა­ში. მე არ ვიცი დარ­დი. აქე­დან მივ­დი­ვარ მე (თქვე­ნი სა­ხე­ლი) მშვი­დი და სუფ­თა. ამინ."

თუ ბევ­რს შურს თქვე­ნი შე­მო­სავ­ლის, თქვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბის და ჰარ­მო­ნი­ის ან წარ­მა­ტე­ბის, შე­გიძ­ლი­ათ აი­რი­დოთ მათი ნე­გა­ტი­უ­რი ენერ­გია შემ­დე­გი რი­ტუ­ა­ლით:
აი­ღეთ სამი თეთ­რი სან­თე­ლი, აავ­სეთ აბა­ზა­ნა წყლით და და­ა­მაგ­რეთ სან­თლე­ბი ისე, რომ ერთი სან­თე­ლი იყოს თქვენს თავ­თან, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი ორი მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა მხრებ­თან. ჩა­წე­ქით წყალ­ში და წარ­მოთ­ქვით: "სა­ხე­ლი­თა მა­მი­სა და ძისა და წმინ­და სუ­ლი­სა, გან­ვედ ჩემ­გან ყვე­ლა ავი და ბო­რო­ტი თვა­ლი, ამინ!"

გა­უშ­ვით წყა­ლი აბა­ზა­ნი­დან ისე, რომ არ ამოხ­ვი­დეთ წყლი­დან. ასე­ვე კარ­გად მოქ­მე­დებს ცუდი თვა­ლის­გან წვი­მის წყა­ლი . თუ გახ­ვალთ და დად­გე­ბით თავ­სხმა წვი­მა­ში და წარ­მოთ­ქვამთ იგი­ვე სი­ტყვებს, წყა­ლი გა­ი­ტანს ავად­მყო­ფო­ბას.

იმის­თვის, რომ ოჯახ­ში იყოს სიმ­შვი­დე და სი­წყნა­რე და ყვე­ლა­ფე­რი, რაც ცუ­დის­კენ მი­დის, კარ­გის­კენ შე­მობ­რუნ­დეს, წყლის მა­გი­ის მარ­ტივ რი­ტუ­ალს გას­წავ­ლით: ჭი­დან ამო­ღე­ბუ­ლი წყა­ლი მო­ას­ხით სახ­ლში ია­ტაკ­ზე და შემ­დეგ, რო­დე­საც დას­ველ­დე­ბა ყვე­ლა კუ­თხე-კუნ­ჭუ­ლი, უხ­მა­რი ტი­ლო­თი მოწ­მინ­დეთ. ის ტილო გა­და­აგ­დეთ.

თუ გინ­დათ, იყოთ ლა­მა­ზი და გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეთ თვა­ლის­მომჭრე­ლად , აი­ღეთ წყა­როს წყა­ლი, ჩა­ას­ხით სუფ­თა ბრო­ლის ჭი­ქა­ში და აან­თეთ 12 თეთ­რი სან­თე­ლი. წყალს გა­და­სა­ხეთ პირ­ჯვა­რი და წარ­მოთ­ქვით შემ­დე­გი სი­ტყვე­ბი ისე­თი ხმით, რომ წყა­ლი ირ­ხე­ო­დეს თქვენს ხმა­ზე. ჩა­უთ­ქვით წყალს, რა გინ­დათ, რო­გორ გინ­დათ, რომ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეთ. ეს გა­ი­მე­ო­რეთ 12-ჯერ, შემ­დეგ კი და­ლი­ეთ ეს წყა­ლი. სა­სურ­ვე­ლია, რამ­დე­ნი­მე დღე ზე­დი­ზედ გა­ა­კე­თოთ ეს რი­ტუ­ა­ლი.

სახლის უნივერსალური დაცვა ჯადოსგან და ავი თვალისგან სანთლით, წყლითა და ფიჭით

მზის ამოსვლასთან ერთად აიღეთ წყალი ჭიდან, ან თუ არაა ამისი საშუალება, ნაკურთხი წყალიც გამოდგება. წყალი უნდა იყოს გათავისუფლებული სხვა ენერგიებისაგან. სანთელი აანთეთ იმ ჭურჭელზე, რაშიც წყალი ასხია და სამჯერ თქვით „მამაო ჩვენო“, შემდეგ კი სახლის ყველა კუთხეში დაღვარეთ ეს წყალი და სანთლის პატარა ნატეხიც დააგდეთ.

დალილას ბლოგი


წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა