თეგებით ძიება

"გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, აკონტროლეთ საკუთარი გამონათქვამები" - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს

14 სექტემბრის მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიურ პროგნოზს პორტალი „ფორტუნა“ ავრცელებს. სტროლოგი საზოგადოებას ურჩევს, რომ საუბრისას სიფრთხილე გამოიჩინონ.

სელენას ანუ მფარველი (თეთრი) ანგელოზის და პროზერპინას (მსხმოიარე სამყაროს ღვთაების) ენერგიის შერწყმა მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, ხელს შეუწყობს აღმოჩენებს ბიოტექნოლოგიების სფეროში, არაა გამორიცხული მეცნიერებმა გაახალგაზრდავების უნიკალური საშუალებები გამოიგონონ.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, აკონტროლეთ საკუთარი გამონათქვამები, რათა გარშემომყოფებმა თქვენსავე წინააღმდეგ არ გამოიყენონ თქვენი ნათქვამი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და საკუთარი საქმის დასაწყებად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხესცამლის, საჩუქრების და ძვირფასი ნივთების შესაძენად, მაღალი თანამდებობის დასაკავებლად ან ახალი სამსახურის მოსაძიებლად. გაუფრთხილდთ და ხერხემალს და გულს, მოერიდეთ ნერვიულობას და სიმძიმის აწევას.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას.

დღის ფერები და მინერალები – წთელი, ყვითელი, ლურჯი და ნარინჯისფერი, ასევე მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ ქალქული, თხის რქა და თევზები.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა