შავი მთვარე, ახალმთვარეობა და დაძაბულობა – მიხეილ ცაგარელი მიმდინარე კვირაზე ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს (ვიდეო)
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი კვირის პროგნოზზე ტრადიციულად „იმედის დილაში“ საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს სხვადასხვა რჩევებს აძლევს:
„ეს კვირა მნიშვნელოვანია, დიდი აღმოჩენებისთვის მოემზადეთ წლის ბოლომდე, კრიზისული ფინანსური და სასიყვარულო შემთხვევები იქნება დაკავშირებული ძველ შემთხვევებთან, ხვალ ილოცეთ, ოთხშაბათს კი მიაქციეთ ყურადღება თქვენს სიტყვებს, რადგან თითოეული სიტყვა შეიძლება უკან დაგიბრუნდეთ.
ამ კვირაში ახალმთვარეობაა და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, პარასკევს კი პრობლემები არ გადაწყვიტოთ ძალისმიერი გზებით, ეს იქნება შეცდომა“, – აღნიშნავს მიხეილ ცაგარელი.
14–17 რიცხვი ყველაზე რთული პერიოდი იქნება და ასტროლოგის განცხადებით, ადამიანებმა ამ რიცხვებში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
წყარო:newposts.ge