თეგებით ძიება

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. ხელმძღვანელები აუცილებლად დააფასებენ თქვენს თავდადებასა და ენთუზიაზმს. ხმამაღლა გამოთქვით იდეები. გეძლევათ კარიერული წინსვლის არაჩვეულებრივი შანსი.

კურო. ძალიან დაძაბული დღე გელით. სწავლა და სამუშაო ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრირებას მოითხოვს. ასევე თავს იჩენს მრავალი წვრილმანი საყოფაცხოვრებო საქმე. ამიტომაც საღამოს დასვენება გესაჭიროებათ. ეწვიეთ კინოთეატრს, ან უბრალოდ ქალაქში გაისეირნეთ.

ტყუპები. უკან დარჩა უფერული დღეები და წინ არაჩვეულებრივი, სასიამოვნო სიურპრიზებით სავსე პერიოდი გელით. ცოტა ხნით მაინც დაივიწყეთ კარიერა და დრო დაუთმეთ ოჯახს, ბავშვებს და საკუთარ ჯანმრთელობას. შეიარეთ საუნაში ან სილამაზის სალონში.

კირჩხიბი. ადამიანებთან საერთო ენის გამონახვის, მათი მოსმენისა და განსჯის უნარით თქვენ შეძლებთ სწორი დასკვნების გაკეთებას და შეცდომებისაგან თავის დაცვას. თუმცა ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებში სირთულეები გელით იმის გამო, რომ ერთმანეთს ვერ გაუგებთ. საღამოს ეწვიეთ სპორტულ დარბაზს. ეს დაგეხმარებათ სხეულის ტონუსში მოსაყვანად და არასაჭირო აზრებისა და განცდებისაგან გასათავისუფლებლად.

ლომი. ეს დღე სავსე იქნება საეჭვო თავგადასავლებითა და პროვოცირებული კონფლიქტებით. ბედი კვლავ გადაწყვეტს გამოცდა მოგიწყოთ ხასიათის სიმტკიცეზე. ენერგია ჭარბად გექნებათ, თუმცა ერიდეთ ზედმეტად დატვირთვას, რადგან ამან შესაძლოა პრობლემები წარმოშვას თანამშრომლებთან ურთიერთობებში. ვარსკვლავები გირჩევენ მთელი თავისუფალი დრო ახლობელ ადამიანებთან გაატაროთ.

ქალწული. ეს დღე თქვენგან ბევრ ძალებს მოითხოვს, როგორც ფიზიკურს, ასევე ემოციურს. აიყვანეთ თავი ხელში და აკონტროლეთ საკუთარი საქციელი და სათქმელი. ერთი მარცხიც და სიტუაციას უკვე ვეღარ გამოასწორებთ. ნუ ჩაერთვებით კონფლიქტში. ნუ გააფორმებთ მოლაპარაკებებსა და ხელშეკრულებებს. მათ წარუმატებლობა ელის.

სასწორი. კონფლიქტი, გეუგებრობები, ჩხუბი... ამ დღეს ეს ყველაფერი არ იქნება, რადგან თქვენს თავში დიპლომატის შესაძლებლობაბს აღმოაჩენთ. ამიტომაც გაიხსენეთ ვისთან გაქვთ საქმეები მოსაგვარებელი. შეხვედრაზეც კარგი კუთხით წარმოაჩენთ თავს.

მორიელი. თუ სამსახურის შეცვლა ან რამე ახლის მოსინჯვა გინდათ, ამის დრო მოვიდა. ასევე კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ნუ გადაიღლებით. თუ დასვენების სურვილი გაგიჩნდებათ, არ ღირს მისი იგნორირება. საღამოს დაელაპარაკეთ მშობლებს. მათ ძალიან სჭირდებათ თქვენი ყურადღება.

მშვილდოსანი. დღეს მოგიწევთ ენერგია დაზოგოთ. მოსალოდნელია თანამშრომლებთან ან ხელმძღვანელებთან კამათი. შეეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და სიტუაციას ნუ გაამწვავებთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, არსებობს საშიშროება ძველი დაავადების გამწვავებისა. ნუ გაასესხებთ ფულს, - მას უკან ვეღარ დაიბრუნებთ.

თხის რქა. თქვენ დიდი ხანია ოცნებობთ ისწავლოთ რამე ახალის გაკეთება. სცადეთ დღეს, - თქვენ ყველაფერი გამოგივათ. სამსახურში საქმეები მარტივად და უპრობლემოდ მოგვარდება. თანამშრომლებთან ურთიერთობები დალაგდება. კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრის, ნიშნობისა და დაქორწინებისათვის.

მერწყული. მამაკაცი მშვილდოსნებისთვის ეს დღე კრიტიკული და საშიში შეიძლება იყოს. არსებობს საშიშროება ჯანმრთელობის გაუარესების ან რაიმე ტრავმის მიღებისა. შეეცადეთ მარტომ არ ისეირნოთ. ასევე ერიდეთ სწრაფად მოძრაობას, რაც რისკთანაა დაკავშირებული. მანდილოსანი მშვილდოსნებისთვისაც რთული დღე იქნება. მათ გართულებები ელით პირად ცხოვრებაში. შეეცადეთ მტკივნეულად ნუ აღიქვამთ ახლობელი ადამიანების შენიშვნებს.

თევზები. თქვენ გამუდმებით დათმობებზე მიდიხართ, მაგრამ დღეს შეეცადეთ შეუვალი იყოთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებში. დღეს არასასიამოვნო შეხვედრაც გელით, რომლის შედეგიც მომავალში თქვენთვის სასარგებლო იქნება თუ ადამიანებით მანიპულირების უნარი გაგაჩნიათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა