21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი. შუა დღემდე პრობლემები და წარუმატებლობები გელით მაგრამ თქვენ ყველაფერს გაუმკლავდებით. დღის მეორე ნახევარში ძალიან წაგადგებათ დასვენება. შეგიძლიათ პიკნიკი მოაწყოთ ან პარკში გაისეირნოთ და ატრაქციონებით დატკბეთ. საღამოს კი რომანტიკული შეხვედრა დაგეგმეთ, - ის დაუვიწყარი იქნება.
კურო. კუროებისთვის დღის პირველი ნახევარი სასიამოვნო სიურპრიზებით იქნება აღსავსე. თქვენს სახეს ღიმილი დაამშვენებს, სულს კი სასიამოვნო განწყობა. დღის მეორე ნახევარში შეეცდებიან ის გაგიფუჭონ. ვინ? - ადამიანები, რომელთაგანაც ამას არ ელით.
ტყუპები. ხელსაყრელი დღეა მატერიალური, ფინანსური და ეკონომიკური საქმეების მოსაგვარებლად. სამსახურში ყველაფერი მარტივად გამოგივათ. მაგრამ მთავარი ამოცანა იქნება თანამშრომლებთან საერთო ენის გამონახვა. საღამოს რეკომენდირებულია სუფთა ჰაერზე გასეირნება. ეს ძალებს აღგიდგენთ და განწყობას აგიმაღლებთ.
კირჩხიბი. ინტუიცია დღეს სწორ გადაწყვეტილებებს გიკარნახებთ. იმისათვის, რომ მისი ხმა გაიგოთ, განმარტოვდით. დაასრულეთ ადრინდელი საქმეები, მაგრამ ნუ დაიწყებთ ახალს. თქვენ კარგად დაისვენებთ თუ საცურაო აუზს ან აბანოს ეწვევით. ნუ გამოიყენებთ ქიმიურ სამკურნალო საშუალებებს და ერიდეთ ჭარბი რაოდენობის საკვების მიღებას.
ლომი. სულიერი საზრდოსა და ხელოვნების დღეა. რაც შეეხება ფულს, ბიზნესსა და კარიერას, თქვენზე არაფერია დამოკიდებული. კარგი იქნება თუ დღის მეორე ნახევარში სახლის საქმეებით დაკავდებით, შეივლით მაღაზიებში, გაერთობით ბავშვებთან.
ქალწული. შეეცადეთ დღეს ზედმიწევნით შეასრულოთ ხელმძღვანელების მითითებები და არ მისცეთ მათ უკმაყოფილების საბაბი. ეს არაა ხელსაყრელი დღე თქვენი ხასიათის გამოსავლენად. ასევე არ ღირს იმიჯის შეცვლა. აკონტროლეთ ემოციები და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. არსებობს სხვადასხვა სახის ტრავების მირების საშიშროება.
სასწორი. მოსალოდნელია წარმატება საქმიან სფეროში. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს. მათ შეუძლიათ განვითარების ახალ საფეხურზე აგიყვანონ. წარმატებული დღეა საკუთარი თავის შეცნობისა და თვითგანათლებისათვის. ასევე კარგი დღეა მგზავრობისა და უფროსი თაობის ნათესავებთან სასაუბროდ.
მორიელი. ამ ნიშნის წარმომადგენლებს საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემის პოზიტიური გადაწყვეტა ელით. შესაძლოა სწორედ დღეს მოახერხოთ დიდი ხნის წინ დაწყებული პროექტის დასრულება. იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიოთ, უბრლოდ, სათანადოდ შეაფასეთ საკუთარი ძალები. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენელს საბედოსთან შეხვედრა ელის.
მშვილდოსანი. ნებისმიერი გეგმისა და ჩანაფიქრის განხორციელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ შეუმჩნევლად იმოქმედებთ და მათ შესახებ არავის უამბობთ. წარმატებული იქნება ეს დღე იმ ადამიანებისთვის, ვისაც სამსახურის გამოცვლა სურს და სავსებით წარუმატებელი იქნება მათთვის, ვისაც ბავშვის ჩასახვა აქვს გადაწყვეტილი. დღის მეორე ნახევარში პრობლემები გელით პირად ცხოვრებაში. შეეცადეთ მეტისმეტად ნუ კონცენტრირდებით ინტიმურ პრობლემებზე. ბოლოს და ბოლოს, სექსი და სიყვარული სხვადასხვა რამეებია.
თხის რქა. დღეს გელით არასასიამოვნო საუბარი საქმიან პარტნიორებთან. ისინი წყალში ჩაგიყრიან ყველაფერს, რაზეც ამდენი ხანია მუშაობდით. ნუ განაწყენდებით. არიან ადამიანები, როლებიც ასე არ ფიქრობენ და თქვენს შრომას სათანადოდ აფასებენ.
მერწყული. მეგობრობა მარტივი დასაკარგია, მაგრამ მისი აღდგენა - ძალიან რთული. გაიხსენეთ ეს, თუ მეგობრებთან გაუგებრობებს ექნება ადგილი. ზოგჯერ ყველაფერი ისე არ არის, როგორც გეჩვენებათ. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ.
თევზები. შეეცადეთ ეს დღე დასვენებას მიუძღვნათ. დაუთმეთ დრო ოჯახსა და ახლობელ ადამიანებს. ეს დღე თითქოს რომანტიკული თავგადასავლებისთვისაა შექმნილი. ზოგიერთი ამ ნიშნის წარმომადგენელი დღეს შეხვდება ადამიანს, რომელთანაც მომავალში რომანტიკულ ურთიერთობას გააბამს.