თეგებით ძიება
18. 09. 2020 News-ები

"წყეულიმც იყოს უსამართლობა!" – ბაჩალიაშვილის დედის პირვეი კომენტარი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურის მხრიდან საქმეზე დამატებითი ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროებას ეხმაურება:

„წყეულიმც იყოს უსამართლობა, მძულს სამყარო, სადაც დედას შვილს უმოწყალოდ უკლავენ“, – წერს თეონა თამაზაშვილი.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

მათივე მტკიცებით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით დადგინდა, რომ ბაჩალიაშვილს მედიკამენტები არა ინექციის გზით, არამედ პირის ღრუდან აქვს მიღებული. ამასთან, პროკურორის თქმით, ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების ნიშნები არ აქვს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა