თეგებით ძიება

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან შინაბერები?

აშშ-ის ას­ტრო­ლო­გე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ამ გა­და­წყვი­ტა, გა­ერ­კვია, არ­სე­ბობს თუ არა და­უ­ქორ­წი­ნებ­ლო­ბის სა­ერ­თო ნიშ­ნე­ბი ქა­ლე­ბის ჰო­როს­კო­პებ­ში. იმი­სათ­ვის, რომ ამ კი­თხვა­ზე ობი­ექ­ტუ­რი პა­სუ­ხი მი­ე­ღოთ, ას­ტრო­ლო­გებ­მა გა­მო­იკ­ვლი­ეს იმ 34 ქა­ლის ჰო­როს­კო­პი, რომ­ლე­ბიც არა­სო­დეს ყო­ფი­ლან გა­თხო­ვი­ლე­ბი.

შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მი საკ­მა­ოდ მკაც­რი იყო: არც ერთი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე. ამას­თან, გა­მოკ­ვლე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ რო­გორც კლა­სი­კუ­რი "ში­ნა­ბე­რე­ბი", ასე­ვე ის ქა­ლე­ბიც, რომ­ლებ­საც მოკ­ლე ან ხან­გრძლი­ვი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჰქო­ნი­ათ. რაც შე­ე­ხე­ბა შვი­ლებს, რამ­დე­ნი­მე მათ­განს ისი­ნი ჰყავ­დათ, და­ნარ­ჩებს კი - არა.

რო­გორც ამე­რი­კელ­მა ას­ტრო­ლო­გებ­მა გა­არ­კვი­ეს, და­უ­ქორ­წი­ნებ­ლო­ბის ძი­რი­თა­დი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მი­ზე­ზე­ბი მარ­თლაც არ­სე­ბობს...

პირ­ვე­ლი, რა­საც ას­ტრო­ლო­გებ­მა მა­შინ­ვე მი­აქ­ცი­ეს ყუ­რა­დღე­ბა, ის იყო, რომ "ში­ნა­ბე­რე­ბი" ძი­რი­თა­დად ქალ­წუ­ლის ჰო­როს­კო­პის ნიშ­ნის ქვეშ და­ი­ბად­ნენ. ამის აშ­კა­რა მა­გა­ლი­თე­ბი გახ­დნენ - აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლი დები სედი და ბესი დე­ლა­ნე­ბი.

ერთ-ერთი მათ­გა­ნი – ეკო­ნო­მი­კის პე­და­გო­გია, მე­ო­რე - სტო­მა­ტო­ლო­გი, ორი­ვე - დღეგ­რძე­ლე­ბი და რაც მთა­ვა­რია, არც ერთს არ ჰქო­ნია არც ოჯა­ხი და არც გრძელ­ვა­დი­ა­ნი რო­მა­ნი.

გრე­ტა გარ­ბო - კი­დევ ერთი თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია, რომ­ლის ჰო­როს­კო­პის ნი­შა­ნიც ქალ­წუ­ლია და რო­მე­ლიც არა­სო­დეს ყო­ფი­ლა გა­თხო­ვი­ლი.

ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი ლინ­და რონ­სტა­დტიც - ში­ნა­ბე­რას კი­დევ ერთი "კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თია". მომ­ღე­რა­ლი თერ­თმე­ტი "გრე­მის" მფლო­ბე­ლია და "ქან­თრი-რო­კის" დე­დოფ­ლის წო­დე­ბის მფლო­ბე­ლი, მაგ­რამ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით ვერ და­იკ­ვეხ­ნის.

ლინ­და არა­სო­დეს ყო­ფი­ლა გა­თხო­ვი­ლი და არც შვი­ლე­ბი ჰყავს. ერ­თა­დერ­თი ხმა­მა­ღა­ლი სკან­და­ლი, რო­მე­ლიც მის­მა მი­ლი­ო­ნო­ბით თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­მა იცის, კა­ლი­ფორ­ნი­ის ცო­ლი­ან გუ­ბერ­ნა­ტორ­თან, ჯერი ბრა­უნ­თან მისი რო­მა­ნია. თუმ­ცა, რო­მა­ნი სკან­და­ლად დარ­ჩა, გაგ­რძე­ლე­ბა მას არ ჰქო­ნია. იქ­ნებ ამა­შიც დამ­ნა­შა­ვე მომ­ღერ­ლის ქალ­წუ­ლის ჰო­როს­კო­პია?

ცნო­ბი­ლი კო­მე­დი­უ­რი მსა­ხი­ო­ბი ლილი ტომ­ლი­ნიც ში­ნა­ბე­რე­ბის სი­ა­შია. 2001 წლის იან­ვარ­ში ლი­ლიმ ხმა­მაღ­ლა გა­ნა­ცხა­და, რომ ის ლეს­ბო­სე­ლია და უკა­ნას­კნე­ლი 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­მა­ნი ჰქონ­და ამე­რი­კელ სცე­ნა­რის­ტთან და რე­ჟი­სორ­თან ჯეინ ვაგ­ნერ­თან. 77 წლის მსა­ხი­ო­ბი 1 სექ­ტემ­ბერს სწო­რედ ქალ­წუ­ლის სა­ბე­დის­წე­რო ჰო­როს­კო­პის ნიშ­ნის ქვეშ არის და­ბა­დე­ბუ­ლი!

სა­ბე­დის­წე­რო ნიშ­ნე­ბი

მა­ინ­ცდა­მა­ინც ქალ­წუ­ლი რა­ტომ ვერ იტანს სა­ქორ­წი­ნო ურ­თი­ერ­თო­ბას? – იკი­თხავთ თქვენ. შე­საძ­ლოა, მი­ზე­ზი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ და­უდ­გრო­მე­ლი და ნევ­რო­ზუ­ლი ქალ­წუ­ლი ვერ იტანს სხვა­ზე ზრუნ­ვას.

ქალი-ქალ­წუ­ლე­ბი, რო­გორც წესი, ცი­ვე­ბი და უე­მო­ცი­ო­ე­ბი არი­ან. სა­ი­დუმ­ლო არ არის, რომ ქალ­წუ­ლე­ბი - ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი და აღ­მზრდე­ლო­ბი­თი ბუ­ნე­ბის მქო­ნე ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია. ამი­ტო­მაც ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რად ამ ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი სა­მა­გა­ლი­თოს ეძე­ბენ. იდე­ა­ლუ­რი მა­მა­კა­ცე­ბი კი, რო­გორც ცნო­ბი­ლია, მხო­ლოდ რო­მა­ნებ­ში არ­სე­ბო­ბენ.

თუმ­ცა, ქალ­წუ­ლი ერ­თა­დერ­თი ნი­შა­ნი არ არის, რო­მე­ლიც ქალს ში­ნა­ბე­რო­ბის­თვის გა­ნა­წყობს. ვერ­ძი - კი­დევ ერთი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია, რო­მე­ლიც ქალს პი­რად ბედ­ნი­ე­რე­ბა­ში ხელს უშ­ლის. ამე­რი­კე­ლი ას­ტრო­ლო­გე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ: ვერ­ძის ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი ზედ­მე­ტად ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი, მებ­რძო­ლე­ბი და ფეთ­ქე­ბა­დე­ბი არი­ან. ისი­ნი გიჟ­დე­ბი­ან თავ­გა­და­სავ­ლებ­ზე და ვერ იტა­ნენ ყო­ფი­თი ცხოვ­რე­ბის რუ­ტი­ნას.

ში­ნა­ბე­რე­ბის ჰო­როს­კოპ­ში ასე­ვე ჭარ­ბობს ცე­ცხლო­ვა­ნი ნი­შა­ნი - თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე მშვილ­დო­სა­ნი . ამ ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბის წესს მის­დე­ვენ, მსუ­ბუ­ქე­ბი არი­ან, ვერ იტა­ნენ დღის მკაცრ გან­რიგს. მათი პირ­ვე­ლი მტე­რია - მო­წყე­ნი­ლო­ბა, რუ­ტი­ნა, შე­ზღუდ­ვე­ბი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი.

მშვილ­დოს­ნე­ბი უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭე­ბენ დღე­ვან­დე­ლი დღით ცხოვ­რე­ბას და არ უყ­ვართ სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის და­წყო­ბა. ამი­ტო­მაც ამ ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი ქორ­წი­ნე­ბა­ში თავს შე­ბო­ჭი­ლად და უბე­დუ­რად გრძნო­ბენ.

და­ბო­ლოს, რამ­დე­ნი­მე სი­ტყვით იმ ქა­ლებ­ზე, რომ­ლებ­საც გა­უ­მარ­თლათ და ბედ­ნი­ერ ვარ­სკვლავ­ზე და­ი­ბად­ნენ. ესე­ნი არი­ან: კუ­რო­ე­ბი, ლო­მე­ბი, მო­რი­ე­ლე­ბი და მერ­წყუ­ლე­ბი - ამ ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი ყვე­ლა­ზე იშ­ვი­ა­თად ხვდე­ბი­ან მყა­რი ში­ნა­ბე­რე­ბის სი­ა­ში. სხვებ­თან შე­და­რე­ბით, მათ­თვის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვია ოჯა­ხის შექ­მნა და მისი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაც.

მათ მარ­ტი­ვად გა­მოს­დით სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და სტა­ბი­ლუ­რი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის აწყო­ბა. და, რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ზე იშ­ვი­ა­თად ამ "უსი­ა­მოვ­ნო" სი­ა­ში ხვდე­ბი­ან ქალი თხის რქე­ბი . ამ ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბუ­ლი ამ­ბი­ცი­უ­რი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი მი­ის­წრაფ­ვი­ან, რომ მათი ცხოვ­რე­ბა უმაღ­ლეს დო­ნე­ზე იყოს მო­წყო­ბი­ლი, მათ შო­რის - ოჯა­ხიც.


წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა