რომელ ზოდიაქოს ნიშნის ქალებს ანებივრებენ მამაკაცები ძვირფასი საჩუქრებით?
მამაკაცები თვლიან, რომ ქალის გულის მოსაგებად საჩუქრების შეძენა საუკეთესო საშუალებაა. ბევრი ნიშნისთვის მთავარი ემოციური კავშირი და სულიერი ერთობაა, თუმცა არსებობენ ქალები, რომელთათვის მნიშვნელოვანია მამაკაცი ხელგაშლილი იყოს და მატერიალურ ხარჯს არ ერიდებოდეს, მათ გასახარებლად.
კურო
ამ ნიშნით დაბადებულ ქალბატონებს ძალიან მოსწონთ ლამაზი ნივთები, ძვირფასი სამკაულები, ფეშენებელური და VIP რესტორნები. ისინი მატერიალური კეთილდღეობისკენ მიისწრაფიან. ხომ ნათქვამია, მოითხოვე და მოგეცემაო?! კუროს აუცილებლად ხვდება მამაკაცი, რომელიც არაფერს იშურებს მისთვის თავის მოსაწონებლად, მით უმეტეს, საჩუქრებს!
კირჩხიბი
კირჩხიბი იმდენად მზრუნველი და მოსიყვარულეა, მამაკაცს სურვილი უჩნდება მადლობა საქმით გადაუხადოს და თავი საუკეთესო ქალად აგრძნობინოს, ამიტომ ხელფასიდან თუ შემოსავლის სხვა წყაროდან, აუცილებლად გადადებს თანხას მის გასანებივრებლად - შოპინგზე წასაყვანად, ყველა იმ ძვირად ღირებულ აქტივობაში ჩაერთვება, რაც კირჩხიბს აინტერესებს - თუნდაც, კულინარიულ სკოლაში დაიწყებს მასთან ერთად სიარულს.
ლომი
ამ ქალთან ურთიერთობისას მამაკაცი გრძნობს, რომ დედოფალთან დაიჭირა საქმე და თუ სურს, რომ შეინარჩუნოს, სწორედ დედოფალივით უნდა მოექცეს - ხელისგულზე ატაროს, ცივ ნიავს არ მიაკაროს, აავსოს საჩუქრებით და ყოველთვის მოუსმინოს მის აზრს (შესაძლოა არ გაითვალისწინოს, მაგრამ უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს). ლომებს არასდროს აკლიათ ხარისხიანი შოკოლადი, ნაირნაირი ყვავილები, ახალ-ახალი სამოსი, მანქანები, მოგზაურობა და ყველაფერი ის, რაზეც სხვა ქალები მხოლოდ ოცნებობენ.
ქალწული
ქალწული რაციონული ადამიანია - მას გონებით უფრო უყვარს, ვიდრე გულით. თუ გული ეუბნება "საყვარელ ადამიანთან ერთად ცულის ტარზეც დაეტევიო," გონება დასცინის ამ იაფფასიან რომანტიკას. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს, უნდა, რომ საყვარელი კაცით იამაყოს. აუცილებლად უნდა მოუყვეს მეგობებს, რაოდენ ძვირი და იშვიათი საჩუქარი მიიღო მისგან. ქალწულს შეუძლია კაცის თავმოყვარეობას მტკივნეულად წაჰკრას კბილი და გააქტიურებისკენ უბიძგოს, თუ ის თავს იკავებს ზედმეტი ხარჯისგან, სწორედ ამ გზით აღწევს მიზანს და არა ერთი შთამბეჭდავი ნივთის პატრონი ხდება.
თხის რქა
თხის რქა თვლის, რომ შემოსავალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და, თუ მამაკაცი იმდენს ვერ შოულობს, რომ საყვარელ ქალს საჩუქრები უყიდოს, ის ღირსეულ ქმრობას ვერ გაუწევს. მოგეხსენებათ, ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს არასერიოზული ურთიერთობები არ მოსწონთ, უბრალოდ, დროს არ ხარჯავენ მსგავს კავშირებზე. შესაბამისად, თუ დროულად არ დაინახავენ მამაკაცში მატერიაში ასახულ ინიციატივას, მასთან შეხვედრასა და სატელეფონო საუბარს შეწყვეტენ. კაცები სწრაფად უღებენ ალღოს თხის რქის შეხედულებებს და ძვირად ღირებული ნივთებით ავსებენ, რომ ასეოდენ კარგი "ნადავლი" ხელიდან არ გაუშვან.
წყარო:astrologi.ambebi.ge