25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი. იპოვეთ საკუთარ თავში ძალები, დაიბრუნეთ საბრძოლო განწყობა და საკუთარი თავის რწმენა. თვითდარწმუნებული ადამიანი მთებს გადააბრუნებს და შეუძლებელს შეძლებს.
კურო. შესაფერისი დღეა საყიდლებისათვის. რაც არ უნდა შეიძინოთ, ყველაფერს კარგად გამოიყენებთ. დღის განმავლობაში გამოძებნეთ რამოდენიმე საათი განმარტოვებისათვის. გაიხსენეთ წარსული, შეაფასეთ აწმყო და იოცნებეთ მომავალზე.
ტყუპები. შეეცადეთ ამ დღეს არ გამოავლინოთ ძლიერი ემოციები, რაც მთლიანად შეგიპყრობთ და გამოუსწორებელ შეცდომას დაგაშვებინებთ. ნუ გააფორმებთ მოლაპარაკებებსა და მნიშვნელოვან დოკუმენტებს. ასევე ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. გამოიჩინეთ ამ დღეს კეთილგონიერება და მოთმინება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩხუბი გელით საყვარელ ადამიანთან.
კირჩხიბი. კარგი დღეა თვითანალიზისა და საკუთარი თავის სრულყოფისთვის. განმარტოვდით, გამოძებნეთ დრო მედიტაციისა და სულის განწმენდითი პროცედურებისათვის. მიირთვით მსუბუქი საკვები და უარი თქვით ალკოჰოლზე. დღეს შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ მკურნალობის კურსის ჩატარება. პროცესი შეუფერხებლად ჩაივლის და შედეგი კი მოლოდინს გადააჭარბებს.
ლომი. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების გადადება. იმოქმედეთ მტკიცედ და თავდაჯერებულად, რომ შემდეგში სანანებელი არ გაგიხდეთ დაკარგული დრო. მოსალოდნელია სამსახურში დაწინაურება იმ პირობით, რომ სიბრძნეს, თავშეკავებასა და დიპლომატიის უნარს გამოიჩენთ. იზრუნეთ საკუთარ სხეულზე. შეიძინეთ სპორტული დარბაზის აბონიმენტები ან დაიწყეთ დილით სირბილი.
ქალწული. ქალწულებისათვის ყველაფერი მდორედ მიედინება პირად ურთიერთობებშიც და საქმეშიც. დღეს არანაირი მნიშვნელოვანი მოვლენა არ გელოდებათ. შესაძლებელია პატარა გაუგებრობები ახლობელ ადამიანთან.
სასწორი. თქვენ ღალატი გელით მეგობრისაგან. ამ დღეს ძალიან იმედგაცრუებული და შოკირებული იქნებით. მაგრამ არაფერია. დაე, ყველაფერი ისე იყოს, როგორც არის. გახსოვდეთ, რომ რაც უნდა მოხდეს, - ყველაფერი უკეთესობისთვის!
მორიელი. მორიელებს არახელსაყრელი დღე ელით. შეეცადეთ ყურადღებით იყოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მოსალოდნელია ძველი დაავადების გამწვავება. არ ღირს ფულის გასესხება, სავარაუდოდ მას უკან ვეღარ დაიბრუნებთ. შეეცადეთ იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ნერვული სისტემის აღსადგენად დასვენებისათვის დრო გამონახოთ.
მშვილდოსანი. მშვილდოსნებს ვურჩევთ ნაკლებად გაანდონ ნაცნობებს თავიანთი გეგმები და ყველაფერი ფარულად აკეთონ. იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენი სტილი და ქცევები ნაკლებ აგრესიასა და შურს იწვევდეს.
თხის რქა. ნუ განაწყენდებით თუ დღეს რამე არ გამოგივათ. ამისათვის ხვალინდელი დღეც არსებობს. გზაზე სიფრთხილე გამოიჩინეთ.
მერწყული. მერწყულებისთვის ორმაგად წინააღმდეგობრივ დღეა. არასასურველია აქტიური მოქმედებები. სანამ რამეს მოიმოქმედებდეთ, გაჩერდით და დაფიქრდით, სწორად მოქმედებთ თუ არა. თქვენი მეხსიერება წარსულის მკვეთრ სურათებს წარმოგიდგენთ. წარმოსახვა კი საკმაოდ მუქ ფერებში დაგიხატავთ სამომავლო პერსპექტივებს. შეხვდით თქვენთვის ახლობელ ადამიანებს და გაუზიარეთ მათ თქვენი შიშები და წინათგრძნობები. ამის შემდეგ შვებას იგრძნობთ.
თევზები. შეეცადეთ თქვენთვის პოზიტივის მომცემი მომენტები გამოძებნოთ. თუ საყვარელი ადამიანი გყავთ, რაც შეიძლება სწრაფად მოაგვარეთ ყველა საქმე და იჩქარეთ მასთან გაატაროთ დროის უმეტესი ნაწილი. მარტოხელა თევზები შეძლებენ ახალი საინტერესო ნაცნობობის წამოწყებას. კარგი დღეა პირადი მოხმარების ნივთების საყიდლად.