სექსუალური ჰოროსკოპი: რა არის თქვენში ყველაზე მიმზიდველი
ვერძი: თქვენში ყველაზე სექსუალური საქმისადმი დამოკიდებულებაა. რასაც უნდა აკეთებდეთ, საოცარ ჟინსა და ვნებას ავლენთ, რაც ძალიან მიმზიდველია.
კურო: თქვენი მთავარი სექსუალური მახასიათებელი თქვენივე წარმატებაა. წარმატებული კურო საოცარია და მაგნიტივით იზიდავს ადამიანებს.
ტყუპები: ტყუპებო, თქვენი სექსუალურობა თქვენს სიბრძნეშია. გამოცდილება, მახვილგონივრულობა, ჭკვიანური გადაწყვეტილებების მიღების უნარი ყველაზე მეტად მოსწონთ გარშემო მყოფებს.
კირჩხიბი: მოულოდნელობებით ხართ სავსე და შეუძლებელია, წინასწარ ვინმემ განსაზღვროს, რას გააკეთებთ, რა ნაბიჯს გადადგამთ. არაპროგნოზირებადი ხართ და ესაა თქვენში ყველაზე სექსუალური.
ლომი: არავის აქვს ისეთი შარმი, როგორიც თქვენ, ყურადღების მიპყრობის განსაკუთრებულ ნიჭს ფლობთ და ეს თქვენი მთავარი სექსუალური მახასიათებელია.
ქალწული: თქვენი მთავარი სექსუალური მახასიათებელი ინტელექტი და ცოდნაა, რომლითაც ყველას მონუსხვას ძალიან მარტივად ახერხებთ.
სასწორი: მგრძნობიარე ადამიანი ხართ და თანაგრძნობის განსაკუთრებული უნარით გამოირჩევით, რაც გარშემო მყოფებს ძალიან მოსწონთ და თქვენში სექსუალურად სწორედ ამ მახასიათებელს მიიჩნევენ.
მორიელი: საიდუმლოებით მოცული ადამიანი ხართ. ეს მახასიათებელი კი ყველაზე საინტერესო პერსონად გაქცევთ და ამავდროულად, სხვების თვალში სექსუალურობას გმატებთ.
მშვილდოსანი: თქვენ კეთილშობილებით გამოირჩევით. არ გჩვევიათ ადამიანების შუა გზაზე მიტოვება და სიამოვნებას განიჭებთ სხვებისთვის დახმარების ხელის გაწოდება, რაც თქვენში დანარჩენებს ძალიან მოსწონთ და მათ თვალში ეს თქვენი ყველაზე სექსუალური მახასიათებელია.
თხის რქა: შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ თქვენი მთავარი სექსუალური მახასიათებელი, სიჩუმეა. თქვენ კარგი მსმენელი ხართ. შეგიძლიათ სხვას მოუსმინოთ ყურადღებით და ჩუმად იყოთ და ხანდახან ეს სიჩუმე სიტყვებზე მეტს ნიშნავს.
მერწყული: სარკასტული გამონათქვამები, იუმორი თქვენი მთავარი კოზირი და ყველაზე სექსუალური მხასიათებელია.
თევზები: კომუნიკაციის იდეალური უნარი გაქვთ, მოქნილი ადამიანი ხართ, რომელიც სწრაფად და მარტივად ერგება ამა თუ იმ სიტუაციას და ეს თქვენი ყველაზე სექსუალური მახასიათებელია.
წყარო: newposts.ge