30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი. ნებისმიერი უკმაყოფილება და სიფიცხე თქვენი მხრიდან ფართო მასშტაბიან ჩხუბში გადაიზრდება. თავი შეიკავეთ კამათის, უთანხმოებისა და ჩხუბისაგან, რაც შესაძლოა არაერთხელ წარმოიშვას ერთსა და იგივე ადგილას.
კურო. პროფესიულ საქმიანობაში კუროებს ამ დღეს შეცდომები და წარუმატებლობა ელით. შეეცადეთ დღეს არ დაიწყოთ ახალი საქმე და არავითარ შემთხვევაში არ გააფორმოთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები. შესაძლოა მნიშვნელოვანი წინადადება მიიღოთ. მაგრამ სანამ მასზე დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით. პირად ცხოვრებაშიც მოსალოდნელია სხვადასხვა სახის შეცდომები და გაუგებრობები, სასიყვარულო იმედგაცრუება, ეჭვიანობა ან წყენები.
ტყუპები. ეს სწორედ ის დღეა, როცა შეგიძლიათ მაგრად შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება. აი, რომელი მიმართულებით შეცვლით, - ეს უკვე თქვენზე იქნება დამოკიდებული. თუ სწორად და სინდისიერად მოიქცევით, მომავალში ყველაფერი კარგად გექნებათ. მაგრამ თუ არა, - თქვენს თავს დააბრალეთ.
კირჩხიბი. კარგი დღეა ცხოვრებისეული გზის გასაანალიზებლად და დასკვნების გამოსატანად. გაისტუმრეთ ვალები, აპატიეთ წყენები, თავიდან მოიშორეთ ძველი, არასაჭირო ნივთები და გათავისუფლდით კავშირებისგან, რომლებიც ცხოვრებაში უკან გწევენ. იყავით მომთმენი, გამოავლინეთ ყურადღება და თანადგომა. დაიცავით კვების ვეგეტარიანული წესი.
ლომი. პროფესიულ სფეროში საკუთარი შესაძლებლობების გადამეტებით თქვენ მიიღებთ მოსალოდნელის საპირისპირო შედეგს. სახლშიც ვერ შეძლებთ საკუთარი შეხედულებების დაცვას ოჯახურ შეკრებაზე მსჯელობისას. მაგრამ გახსოვდეთ, საკუთარი თავის შეცოდებით ვერაფერს მიაღწევთ.
ქალწული. ეს დღე საკმაოდ წინააღმდეგობრივი იქნება. ის მოგიტანთ ცვლილებებს, თავგადასავლებს, მოგზაურობებს. ხალსაყრელი დღეა მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად. დღეს შეგიძლიათ თამამად მიმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს. საღამოს ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენელს საყვარელ ადამიანებთან პრობლემები, გაუთვალისწინებელი ხარჯები ან ბავშვებთან დაკავშირებული სახათაბალო საქმეები ელის.
სასწორი. დღეს განწყობას ვერავინ გაგიფუჭებთ. თქვენი მხიარულება კი გადამდები იქნება. მოუწყვეთ საკუთარ თავსა და მეგობრებს დღესასწაული, ეს კარგად გამოგივათ. საღამოს წადით რომანტიკულ შეხვედრაზე ქმართან. თუ ის ჯერ კიდევ არა გყავთ, ესეიგი მალე გეყოლებათ.
მორიელი. კონცენტრირება მოახდინეთ რაღაც ერთზე და ენერგიის მაქსიმუმი არჩეულ მიმართულებას დაახარჯეთ. გეგმა, რომლის მხარდაჭერასაც აპირებდით სამსახურში, თქვენგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო გაუქმდება.
მშვილდოსანი. მამაკაცი მშვილდოსნებისთვის ეს დღე კრიტიკული და საშიში იქნება. შესაძლოა მკვეთრად გაგიუარესდეთ ჯანმრთელობა. არსებობს სხვადასხვა სახის ტრავმების მიღების საშიშროება. შეეცადეთ მარტომ არ ისეირნოთ. ასევე ერიდეთ სწრაფად სიარულს, რაც რისკს ზრდის. მანდილოსანი მშილდოსნებისთვისაც არ არის იოლი დღე. მათ პირად ცხოვრებაში ელით გართულებები. შეეცადეთ ძალიან მტკივნეულად ნუ აღიქვამთ ახლობელი ადამიანების კრიტიკულ შენიშვნებს.
თხის რქა. სავარაუდოდ ფული, რომელსაც ამ დღეს გამოიუშავებთ, როგორც მოვა, ისე წავა. შეეცადეთ სიფრთხილე გამოიჩინოთ გზაზე, - უსიამოვნო სიტუაციაში მოხვედრის დიდი შანსია. მეგობრებთან ურთიერთობაშიც არ გაწყენდათ სიფრთხილე. შესაძლოა მათ შორის ფარისევლები იყვნენ. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენელს არასასიამოვნო ამბის შეტყობა გელით, რაც წყობილებიდან გამოგიყვანთ და განწყობას გაგიფუჭებთ.
მერწყული. კარგი დღეა სხვადასხვა სახის წამოწყებებისათვის. სრულად იქნება განხორციელებული შემოქმედებითი გეგმები. სხეული გონების კონტროლის ქვეშ იმყოფება. ამასთან ფიზიკური დატვირთვა სულიერი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ. რომანტიკული შეხვედრა ძალიან წარმატებული იქნება, ხოლო სექსი თქვენთვის სამკურნალო თვისებებს შეიძენს.
თევზები. ძალების მატებას იგრძნობთ. მაგრამ არ ღირს დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა ან იმპულსური გადაწყვ ეტილებები. ისინი გაუთვალისწინებელ შედეგებს მოგიტანენ. მამაკაცი თევზებისათვის ამ დღეს არ ღირს სასიყვარულო თავგადასავლების ძიება ან ახალი ნაცნობობა. ამას გაგრძელება არ ექნება. მანდილოსანი თევზებისთვის კი არ ღირს უკიდურეობაშ გადავარდნა ან სასურველის რეალობად აღქმა. ვარსკვლავები გირჩევენ, უკეთ გაერკვეთ საკუთარ გრძნობებში.