TOP-სამი მამაკაცი, რომელთან დაშორებაც ქალისთვის შესაძლოა ფატალურად დასრულდეს
ბოლო პერიოდის მანძილზე საკმაოდ გახშირდა მამაკაცების მხრიდან ქალებზე ძალადობის ფაქტები. ამგვარი შემთხვევების ძირითადი ნაწილი ოჯახური კონფლიქტების ფონზე ვითარდება, თუმცა ყველაფერს აქვს საკუთარი ახსნა და მიზეზი. ასტროლოგები მამაკაცებს სხვადასხვა ფსიქოტიპებად ყოფენ. შესაბამისად, ნებისმიერ მათგანს გააჩნია კონკრეტულად მისთვის დამხასიათებელი ქცევის მანერა და პრიორიტეტები ქალთან დამოკიდებულებაში. ზოგიერთისთვის თუ სიყვარული მეგობრობასთან, თანამოაზრეობასთან ასოცირდება, ზოგს ამ გრძნობასთან ხშირად ტანჯვა და მძაფრი ემოციები აქვს გაიგივებული. მე გადავწყვიტე ზოგადი სტატისტიკა შემოგთავაზოთ იმ მამაკაცებისა, რომლებთან განშორებაც ყველაზე ხშირად ხდება ქალისთვის პრობლემების სათავე და ხანგრძლივი უსიამოვნებების მიზეზი.
მშვილდოსანი - რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, სწორედ მშვილდოსანები წარმოადგენენ ე.წ. "ყოფილის" როლში ყველაზე დიდ თავის ტკივილის სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვის. საქმე იმაშია, რომ ზუსტად ეს "ყოფილის" სტატუსი და წარსულ დროში მოხსენიების პრივილეგია აღიზიანებს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცს. მაშინ როცა ურთიერთობის სტაბილურ ეტაპზე იგი ხშირად აძლევს თავს უფლებას უღალატოს პარტნიორს ან მოკლევადიანი გატაცებებით მაინც გაირთოს თავი პარალელურად. თუმცა, საკმარისია მან საბოლოოდ და საფუძვლიანად დაანამდვილოს რომ ქალმა მის გარეშე გადაწყვიტა ცხოვრების გაგრძელება, მით უმეტეს ამ ახალ ცხოვრებაში ბედნიერებაც იპოვნა, რომ მშვილდოსანი უმალ შურისმაძიებელ, მომაბეზრებელ გესტაპოდ იქცევა, რომელიც ყოფილის ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევს გამუდმებული ეჭვიანობის სცენებითა და გამოხტომებით.
რჩევა - იგი ისე უნდა მიატოვოთ, რომ ეგონოს თითქოს თავად წავიდა თქვენგან. მიანიჭეთ მას ამის სიამოვნება, იყავით აუტანლად მომთხოვნი, კატეგორიული და ზედმეტად პირდაპირი მასთან. ვეჭვობ, ასეთ ქალთან დაბრუნება მან სამომავლოდ ოდესმე მოინდომოს.
კირჩხიბი - ურთიერთობის საწყის ეტაპზე ყურადღების, სინაზისა და ზრუნვის განსახიერებაა. შეუძლია დღეში ათჯერ მოიკითხოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განწყობა. არც ის დაეზარება სამსახურიდან დაბრუნებულს ვახშამიც კი მოგიმზადოთ საკუთარი ხელით, თუ თქვენ დაღლილობას მოიმიზეზებთ. თუმცა თანდათან კირჩხიბის მზრუნველობა უჰაერო ოთახში გამოკეტილი ადამიანის მდგომარეობას ემსგავსება. იგი დღითი დღე უფრო და უფრო მეტად შეეცდება გაგაკონტროლოთ და ზრუნვა-სიყვარულის კორიანტელი გადმოგაფრქვიოთ თავზე. მაგრამ როგორც კი თქვენ მის მიტოვებას და სუფთა ჰაერზე სუნთქვას გადაწყვეტთ, იგი ისტერიკებს გაგიმართავთ. საქმეში ჩარევს მეგობრებს, მეზობლებს, სანათესაოს, კოლეგებს და პატრულის თანამშრომლებსაც კი. მოითხოვს ნაჩუქარი ნივთების უკან დაბრუნებას და კომპენსაციას გაწეული მორალური და სულიერი მზრუნველობის სანაცვლოდ, რომელიც დიდი ალბათობით არც არაფერში გჭირდებოდათ. გახსოვდეთ, კირჩხიბებს წარსულში ცხოვრება უყვართ. შესაბამისად, თქვენს ყოფილს საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება საიმისოდ, რომ სიტყვა "ჩვენ" აწმყო დროში აღარ აღიქვას და მომავალი თქვენ გარეშე წარმოიდგინოს.
რჩევა - ამ კაცის სუსტი წერტილი მისი ოჯახია, განსაკუთრებით აღმერთებს იგი დედას. შეეცადეთ პირველ რიგში სწორედ ამ ადამიანთან გააფუჭოთ ურთიერთობა. თუკი დედის მხრიდან კირჩხიბი თქვენ შესახებ ცუდ რეკომენდაციას მოისმენს, დიდი ალბათობით სამუდამოდ დაგანებებთ თავს.
მორიელი - ალბათ ყველაზე რთულად მოსაშორებელი და საშიში პარტნიორია ამქვეყნად. მორიელი ბუნებით მაქსიმალისტი და შურისმაძიებელია. წესებს იგი არასოდეს ემორჩილება, ან იცავს მანამ, სანამ ისინი მის შინაგან, ცხოვრებისეულ ფილოსოფიას არ ეწინააღმდეგება. შესაბამისად, ამგვარი მამრისგან ყველაფერს შეიძლება ელოდოს ქალი. ყველაზე მეტად მის თავმოყვარეობას მტკივნეულად უარყოფილის როლი ეხება. არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად რა მიზეზით უარყოფენ მას, მორიელს სიყვარულიც და სიძულვილიც ერთნაირი დოზით შეუძლია, შუალედს იგი ვერასოდეს პოულობს. შესაბამისად, თუ მისთვის სიყვარულის ობიექტიდან, შურისძიების საგნად იქეცით ვერაფრით მოისვენებს, სანამ ბოლომდე არ გაგანადგურებთ. ერთადერთი გზა მისი მრისხანების შესაკავებლად არის ის, რომ მისთვის ინტერესის ობიექტს აღარ წარმოადგენდეთ ან თავად დარწმუნდეს თქვენს ცუდად ყოფნაში. თუკი მისი უშუალო ჩარევის გარეშეც გაგაჩნიათ პრობლემები ცხოვრებაში, მორიელმა შესაძლოა გული შორიდან მაყურებლის როლით მოიფხანოს და თავად ნაკლებად შეიწუხოს თავი ჩარევისგან.
რჩევა - რომ დამშვიდდეს ან ძალიან ცუდად უნდა გნახოთ, ან უნდა დარწმუნდეს, რომ მისი არასოდეს შეგეშინდებათ. იყავით ამაყი, მამაცი და ძლიერი სულის ადამიანი. არასოდეს მოუხადოთ ბოდიში, ეთამაშეთ სამართლიანად. ადრე თუ გვიან იგი ამას აუცილებლად დააფასებს.
წყარო:astrologi.ambebi.ge