თეგებით ძიება

ცაგარელი: დღეს სავსემთვარეობაა, მძიმე ენერგეტიკული დღეა

დღეს 2 ოქტომბერს სავსე მთვარეობაა, ნახეთ როგორ ჩაივლის დღევანდელი დღე და რა უნდა გავაკეთოთ ასტროლოგის, მიხეილ ცაგარელის რჩევით.

დღეს სავსემთვარეობაა, მძიმე ენერგეტიკული დღეა, მზისა და მთვარის დაპირისპირება ხდება ვერძისა და სასწორის ზოდიაქალურ ღერძზე. ეს მოვლენა ხელს უწყობს კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნას, ჯანმრთელობის გაუარესებას და სხვა ნეგატიურ გამოვლინებებს. აკონტროლეთ ემოციები და ნუ იკამათებთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – მოერიდეთ ქორწინებას, საფინანსო ღონისძოებების გატარებას, კაპიტალდაბანდებებს, სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას, თმის შეჭრას, წესების დარღვევას, სპორტის ექსტრემალურ სახეობებს, ფულის სესხებასა და გასესხებას.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება თავის არე სისხლძარღვოვანი სისტემა და გრძნობათა ორგანოები. ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და წითელი. მინერალებიდან გამოიყენეთ ლალი, იაგუნდი, იაპსი, ძოწი და გიშერი, ეს ქვები თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის, დღე დაძაბულია კუროსა და მორიელისთვის.

წყარო: fortuna.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა