თეგებით ძიება

5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. თქვენ ენერგიულად იგრძნობთ თავს. სამსახურეობრივი პრობლემები მარტივად და ძალდაუტანებლად მოგვარდება. თქვენ შეძლებთ ყველაფერი აკონტროლოთ და ყველაფერი მოასწორთ. უმჯობესია საღამო მხიარულ და ხმაურიან კომპანიაში გაატაროთ, სადაც ყურადღების ცენტრში ყოფნა მოგიწევთ. მაგრამ გამოიჩინეთ ზომიერება კვებასა და ალკოჰოლის მიღებისას - მოსალოდნელია მოწამვლა.

კურო. თქვენ თანამშრომლებს მეგობრებად თვლით, მაგრამ არ ღირს. ისინი ის ადამიანები არიან, ვინც თქვენთან ერთად მხოლოდ სამუშაო საათებს ატარებენ. არ ღირს მათთან საკუთარი საიდუმლოებებისა და სამომავლო გეგმების გამხელა. შურიანებლა შესაძლოა ყველაფერი გაგიფუჭონ.

ტყუპები. ხელსაყრელი პერიოდია ფინანსებისთვის, პარტნიორებთან, მოვალეებსა და ინვესტორებთან ურთიერთობებისათვის. უფრთხილდით ავანტიურებს და იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. ახლობელი ადამიანები თქვენს სახლში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის დაგეხმარებიან.

კირჩხიბი. კირჩხიბებისთვის დღის პირველი ნახევარი სასიამოვნო სიურპრიზებით იქნება აღსავსე. თქვენს სახეს ღიმილი დაამშვენებს, სულს კი - კარგი განწყობა. დღის მეორე ნახევარში შეეცდებიან ამის გაფუჭებას. ვინ? - ადამიანები, რომელთაგანაც ასეთ საქციელს არ ელოდებით.

ლომი. თუ მივლინებაში წასვლა, ან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გაფორმება გინდათ, თამამად შეგიძლიათ ამის გაკეთება, რადგანაც საამისოდ ძალიან ხელსაყრელი დღეა. წარმატება იქნება თქვენი მეგზური დღეს ნებისმიერ სფეროში. შეძლებთ მნიშვნელოვნად გაზარდოთ საკუთარი კაპიტალი. მიუხედავად დიდი დატვირთვისა, თქვენს შრომისუნარიანობასა და ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. პირად ცხოვრებაში ახალი ამურული ნაცნობობა გელით.

ქალწული. დღეს სასურველია განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ საკუთარ ჯამრთელობას. არსსებობს საშიშროება ვირუსული ინფექციით დაავადებისა. შეეცადეთ გადადოთ ამ დღეს ყველა მნიშვნელოვანი საქმე და გადაწყვეტილება შემდეგისთვის, რადგანაც გაგიჭირდებათ ფხიზელი გონებით შეაფასოთ სტუაცია და სწორი ნაბიჯები გადადგათ. არ გასცეთ სესხი, მას უკან ვეღრ დიბრუნებთ.

სასწორი. პატარა რჩევა: გადახედეთ საკუთარ მენიუს. უარი თქვით ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც თქვენი ჯანმრთელობისათვის მავნებლად ითვლება. უმჯობესია მიირთვათ რაც შეიძლება მეტი ხილი, ბოსტნეული, ნიგოზი, ჩირი და მაშინვე თავს მსუბუქად და ენერგიულად იგრძნობთ.

მორიელი. ემოციურად რთული და გაჯერებული დღეა. მაგრამ თუ არ ინერვიულებთ და იჩქარებთ, ყველა საქმეს მოასწრებთ. უარი თქვით საყიდლებზე. ასევე არ ღირს ფულის სესხება. მაგიდის შეკვეთა და მეგობრებთან დროის გატარება ძალიან წაგადგებათ. დღე გასეირნებით დაასრულეთ.

მშვილდოსანი. შესაფერისი დღეა სამედიცინო გამოკვლევებისათვის. დღეს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას მთლიანად მიუძღვენით თავი.

თხის რქა. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების გადადება. იმოქმედეთ მიზანმიმართულად და შეუპოვრად რომ შემდეგში დაკარგული დრო არ ინანოთ. მოსალოდნელია დაწინაურება სამსახურში იმ პირობით, რომ გამოავლენთ სიბრძნესა და დიპლომატიას. ასევე იზრუნეთ ფიზიკურ მდგომარეობაზე. ივარჯიშეთ ან დილაობით ირბინეთ ხოლმე.

მერწყული. ამ ნიშნის წრმომადგენლებს დღის პირველი ნახევარი სირთულეებს მოგიტანთ პროფესიულ სფეროშიც და ოჯახურ ურთიერთობებშიც. ფინანსური მდგომარეობა რამდენადმე გაუარესდება. შესაძლოა დღეს თქვენთვის ძალიან ძვირფასი ნივთი დაკარგოთ. აი, დღის მეორე ნახევარი კი ხელსაყრელი იქნება ყველა სფეროში. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უამრავ საიამოვნო და დაუვიწყარ მომენტებს მოგიტანთ. შეეცადეთ ამ დღეს თვითმკურნალობას არ მიმართოთ.

თევზები. თქვენს სამსახურსა და ბიზნესში ახალი იდეები დაგჭირდებათ. ეს დღე კი ხელსაყრელია არა მარტო დასვენებისათვის, არამედ ახალი იდეების მოსვლისთვისაც, რაც ახლო მომავალში ძალიან წაგადგებათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა