თეგებით ძიება

8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. დღეს უმჯობესია გადადოთ ყველა საქმე და უბრალოდ დაისვენოთ. შეიძლება გამოაშკარავდეს პრობლემები, რომელთა გახსენებაც არ გინდოდათ. ნუ განაწყენდებით, შეეცადეთ რეალურად შეაფასოთ მომხდარი. ასე თქვენ შეძლებთ ცვლელების განხორციელებასაც და საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესებასაც. სახლში სკანდალი გელით. მაგრამ აიყვანეთ თავი ხელში და ნუ აუწევთ ხმას.

კურო. ამ დღეს გაგიჭირდებათ სამუშაო რეჟიმში შესვლა. ნერვიულობისა და დეპრესიის ალბათობა ძალიან დიდია. უმჯობესია აზრები მოიკრიბოთ და ცხოვრება თვითონ გიკარნახებთ პრობლემიდან გამოსავალს. დღის მეორე ნახევარში ყველა ვიზიტი გადადეთ და ძილისთვის დრო არ დაიშუროთ.

ტყუპები. ხელსაყრელი დღეა. თავს ენერგიულად იგრძნობთ, მომატებული გექნებათ შინაგანი ხიბლი და გარშემომყოფების დარწმუნების უნარი. შესაძლოა დამაინტრიგებელი წინადადება მიიღოთ. მაგრამ სანამ დათანხმდებოდეთ, კარგად დაფიქრდით. მოსალოდნელია გაუგებრობები და უთანხმოებები პარტნიორებთან და ახლობელ ადამიანებთან. ასევე გელით გაუთვალისწინებელი ხარჯები ან ბავშვებთან დაკავშირებული სახათაბალო საქმეები.

კირჩხიბი. სახლი - სამსახური, სამსახური - სახლი. ყველაფერი თითქოსდა კარგად მიდის. ცხოვრება ზუსტად არის გაწერილი, მაგრამ ყველაფერშია პატარა კორექტივები შესატანი. შეეცადეთ ეს სწორედ დღეს გააკეთოთ.

ლომი. ლომებს დღეს მოწყენილობა და სიზარმაცე მოგერევათ. მოსალოდნელია ძველ დავალიანებასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეეჩეხოთ. არაა გამორიცხული, რომ მიმდინარე კრედიტის გადახდისას რაღაც უსიამოვნო გაუგებრობა შეგემთხვეთ.

ქალწული. სავარაუდოდ თანამშრომლები, რომელთაც მეგობრებად თვლით, ყველაზე შეუფერებელ მომენტში დაგაღალატებენ. ამიტომაც არ ღირს მათ იმედად ყოფნა. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ.

სასწორი. ვარსკვლავები თვითანალიზისა და საკუთარი შინაგანი სამყაროს უკეთ შეცნობისათვის განგაწყობენ. გაიხსენეთ წარსული, გააკეთეთ აწმყოს ანალიზი და იქნებ მომავალიც გაგეხსნათ. კარგია ამ დღეს დიეტისა და შიმშილობის დაწყება. ალკოჰოლი ძალიან საზიანოა პატარა დოზითაც კი. მოსალოდნელია გულთან დაკავშირებული გართულებები.

მორიელი. ხელსაყრელი დღეა აქტიური მოქმედებებისათვის. ეცადეთ განსაზღვროთ საკუთარი ძალები და შესაძლებლობები და ამის შემდეგ თამამად შეგიძლიათ შეუდგეთ მიზნის მიღწევას. შესაძლებელია გარკვეული სახის ავანტიურა შემოგთავაზონ. მაგრამ მხოლოდ მაშინ დათანხმდით, თუ ყველაფერს კარად აწონ-დაწონით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვების აღზრდის საკითხს, მათ გატაცებებსა და თანატოლებთან ურთიერთობებს.

მშვილდოსანი. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებისათვის. თუ დიდი ხანია ხატვა, სიმღერა, ან ინსტრუმენტზე დაკვრა გინდოდათ, ეს სწორედ ის დღეა, როცა ყველაფერი კარგად გამოგივათ. მაგრამ თუ თქვენ ამ საქმიანობას პროფესიონალურად ფლობთ, მაშინ დიდი წარმატება გელით.

თხის რქა. მოსალოდნელია შეცდომები პარტნიორის შეფასებისას. უარი თქვით მათ მიმზიდველ შეთავაზებაზე, რომელიც მხოლოდ ზარალს მოგიტანთ. პროფესიული საქმიანობა ჩვეულზე უფრო დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მკაფიოდ და ზედმიწევნით მოიფიქრეთ ამ დღის გეგმა. პირად ცხოვრებაში კრიტიკულს არაფერს გიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები.

მერწყული. ეს დღე წარმატებული იქნება შემოქმედებითი ადამიანებისათვის. ზოგიერთი მათგანი დღეს საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებს. მოსალოდნელია სამსახურეობრივი მივლინება, რაც მნიშვნელოვნად შეავსებს თქვენს ბიუჯეტს. ხელსაყრელი დღეა ახალი კონტრაქტების გასაფორმებლად და საქმიანი მოლაპარაკებებისათვის. ვარსკვლავების განლაგება დაგეხმარებათ ბრწყინვალედ მოახდინოთ საქმიანი იდეების რეალიზება.

თევზები. კიდევ ერთი არასასიამოვნო დღეა. მოსალოდნელია დევნასა და აგრესიას შეეჩეხოთ. ძლიერმა ემოციებმა ან სხვისმა გავლენამ შესაძლოა მთლიანად დაგიპყროთ. შეცდომების თავიდან ასაცილებლად სიფრთხილე, თავშეკავება და დაკვირვებულობა გამოიჩინეთ. არ ღირს ღამით სეირნობა და ასევე ახალი ნაცნობობა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა