"ბევრი ფარული ამბის გამჟღავნებას უნდა ველოდოთ" - რას წერს ასტროლოგი ოქტომბრის ბოლომდე მოსალოდნელ მოვლენებზე და რა რჩევას აძლევს ზოდიაქოს ნიშნებს
"ბევრი ფარული ამბის გამჟღავნებას უნდა ველოდოთ", - წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში და ზოდიაქოს ნიშნებს 28 ოქტომბრამდე მოსალოდნელი მოვლენების შესახებ აფრთხილებს:
"27 სექტემბერს მერკური მორიელის ზოდიაქოში გადავიდა. ის ამ ნიშანში მთელი თვის განმავლობაში იმოძრავებს - რადგან 16 ოქტომბერს უკუსვლითი გახდება და 28-ში ისევ სასწორს დაუბრუნდება. მერე მაგრამ იქამდე უნდა ითქვას, რომ მერკურის მორიელის ნიშანში მოგზაურობის დროს ადამიანები საკმაოდ ეჭვიანები ხდებიან, თუ მტკიცე არგუმენტებიც არ არსებობს. უბრალოდ სიტყვაზე აღარავინ არავის ენდობა, ამ ნიშანში მერკური სურვილს გვიჩენს ხოლმე ბოლომდე ჩავყვეთ ნებისმიერ სიტუაციას და გაავარკვიოთ, შექმნილი სიტუაციის თუ პრობლემების ჭეშმარიტი მიზეზები, თუნდაც ამისათვის მორევის ფსკერზე მოუწიოთ დაყვინთვა. და ალბათ უნდა ესეც აღინიშნოს, რომ ამას ზოგჯერ არცთუ ისე კარგი შედეგები მოჰყვება ხოლმე, ამიტომ ვიდრე რაღაცის ქექვას დაიწყებდეთ, კარგად დაფიქრდით - ღირს თუ არა წყლის ამღვრევა...
სამაგიეროდ, ეს ძალიან კარგი პერიოდია საიდუმლო ცოდნის მოსაპოვებლად, ეზოთერიული პრაქტიკებისათვის, და აგრეთვე დაკარგული ნივთების საძებნელად... ეს ყველაფერი განსაკუთრებით გეხებათ მზით მორიელებს და ვისაც მერკური მორიელში გყავთ, დაკვირვება სჯობს გამოიჩინონ საუბრებში და ურთიერთობებში მზით და მერკურით მერწყულებმა, კუროებმა და ლომებმა. ხელსაყრელი დროა წყლის ნიშნებისათვის, ასევე თხის რქებისა და ქალწული მერკურიანელებისთვის. დანარჩენებისთვის ნეიტრალური პერიოდი იქნება.
ჰო, კიდევ, ვფიქრობ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც, მასმედიის საშუალებებით ბევრი ფარული ამბის გამჟღავნებასაც უნდა ველოდოთ..."
წყარო:astrologi.ambebi.ge