თეგებით ძიება

9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. ახლობელი ადამიანებიც კი ვერ შეძლებენ გაიგონ თქვენი აგრესიისა და მძვივნვარების აღმოცენების მიზეზები. გარშემომყოფები გაოცებული იქნებიან თქვენი განწყობით, რომელიც სიტყვებში კი არა, ინტონაციაში, მიმიკებსა და მანერებში დაგეტყობათ. იყავით თავშეკავებული.

კურო. შესაფერისი დღეა წესრიგის დასამყარებლად სახლშიც და აზრებშიც. დაკავდით თვითანალიზით. განსაზღვრეთ პრიორიტეტები. საოჯახო საქმეები უამრავ თავსატეხს გაგიჩენთ და უმჯობესია ისინი საღამომდე მოაგვაროთ.

ტყუპები. დღეს შეიძლება წარსულმა შეგახსენოთ თავი, მაგრამ ნუ იდარდებთ - მას ადვილად გაუმკლავდებით. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს და ნუ წამოიწყებთ რომანს გვერდზე. ეს ცუდად დასრულდება. საღამო ოჯახთან გაატარეთ.

კირჩხიბი. ეს დღე არახელსაყრელი იქნება კირჩხიბებისათვის. ეცადეთ არ მიიღოთ არანაირი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ერიდეთ არასაჭირო საუბრებს. უფრთხლდით ახალ ნაცნობობას, რომელმაც შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში უარყოფითი როლი შეასრულოს. ამ დღის სიზმრები ასრულებადია და მალე აგიხდებათ.

ლომი. ფული ყოველთვის ვერ აბედნიერებს ადამიანს. მის გარეშე ძალიან ძნელია, მაგრამ მაინც... ფინანსური დამოუკიდებლობის დევნაში სულ დაივიწყეთ ახლობელი ადამიანები. როდესაც დამაკავშირებელი ძაფი გაწყდება, მას ვეღარ გაამთელებთ და ვერც დიდი ფულით იყიდით.

ქალწული. ხელსაყრელი დღეა დიდი ხნის ოცნების განსახორციელებლად. მაგრამ სანამ ამას დაიწყებდეთ, ყველაფერი კარგად მოიფიქრეთ. არ ღირს წარსულ მარცხზე სინანული. უმჯობესია მშვიდად და დაგეგმილად შეუდგეთ საქმეს. მარტოხელა ქალწულები შესაძლოა დღეს თავიანთ საბედოს შეხვდნენ. ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს. ის თქვენს ჯანმრთელობას ავნებს.

სასწორი. კარგად მოფიქრებული გეგმის რეალიზების დროა. იმოქმედეთ თამამად, მაგრამ ტყუილად ნუ გარისკავთ. იყავით გულწრფელი გარშემომყოფებთან. სიცრუე და ორპირობა ამ დღეს კარგს არაფერს მოგიტანთ. საუკეთესო საუბარი დღეს - სიყვარულზეა. დანიშნეთ რომანტიკული შეხვედრა და ნუ შეიკავებთ ვნებებს.

მორიელი. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებისათვის. თუ დიდი ხანია ხატვა, სიმღერა, ან ინსტრუმენტზე დაკვრა გინდოდათ, ეს სწორედ ის დღეა, როცა ყველაფერი გამოგივათ. მაგრამ თუ თქვენ ამ საქმიანობას პროფესიონალურად ფლობთ, მაშინ დიდი წარმატება გელით.

მშვილდოსანი. მოემზადეთ იმისთვის, რომ დიდი რაოდენობით საქმე მთლიანად გამოგფიტავთ ენერგიისგან, ზოგიერთს კი დეპრესიამდეც მიგიყვანთ. მამგრამ მნიშვნელოვანია გახსოვდეთ: რაც მეტ ძალისხმევას ჩადებთ, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ, ფინანსური თვალსაზრისითაც, რა თქმა უნდა.

თხის რქა. პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული შეხვედრები და მოგზაურობები კარგ ნაყოფს მოგცემთ. ამ დღეს მხოლოდ კარგად დაგეგმილი საქმის წამოწყება ღირს რათა პრობლემებს თავი აარიდოთ.

მერწყული. თქვენ გელით კიდევ ერთი ინტენსიური სამუშაო დღე. თქვენ ისე გაგიტაცებთ სამუშაო, ბიზნესი და საოჯახო საქმეები, რომ სულ დაგავიწყდებათ დასვენება. და სულ ტყუილად, - ძლიერი გადაღლა თქვენს ჯანმრთელობას ემუქრება. ყველაფერი გონივრულად უნდა აკეთოთ. საღამოს მოდუნდით, მიირთვით ჭიქა ღვინო და წამოწექით დივანზე.

თევზები. თავს ენერგიულად და მომხიბვლელად იგრძობთ, რაც ნებისმიერი საქმის გამკლავებაში დაგეხმარებათ. წარმატებული დღე იქნება შემოქმედებითი პროფესიის მქონე თევზებისათვის. ისინი შეძლებენ მნიშვნელოვნად მიუახლოვდნენ დასახულ მიზანს. დღის მეორე ნახევარში თქვენთვის ახლობელ ადამიანს შეიძლება ჯანმრთელობა გაუუარესდეს. მაგრამ ამაზე ნერვიულობა არ ღირს. ეს არც ისე სერიოზული გართულება იქნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა