15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი. ვერძებისათვის ორმაგად წინააღმდეგობრივი დღეა. არასასურველია აქტიური ქმედებები. სანამ რაიმეს მოიოქმედებდეთ, გაჩერდით და დაფიქრდით სწორად იქცევით თუ არა. თქვენი მეხსიერება წარსულის მკაფიო სურათებს შექმნის, წარმოსახვა კი ძალიან მუქ ფერებში დაგიხატავთ მომავალს. ამ დღეს კარგი იქნება ყველაზე ახლობელ ადამიანებთან შეხვედრა და მათთან თქვენი შიშებისა და წინათგრძნობების გაზიარება. ამ შეხვედრის შემდეგ შვებას იგრძნობთ.
კურო. ჰოროსკოპი არ გიწინასწარმეტყველებთ მძიმე საზრუნავსა და ბევრ პრობლემებს, მაგრამ ბედნიერებისთვის ბრძოლა აუცილებელია. განსაკუთრებით მაშინ, როცა გარშემო ამდენი კონკურენტი და მეტოქეა. ისინი თქვენს გაცურებას და განადგურებას ცდილობენ, ამიტომ უჩვენეთ მათ რა შეგიძლიათ. სახლისა და ბავშვების საყიდლებისათვის ბევრი ფული დაგჭირდებათ. ყულაბაში ჩაძრომა მოგიწევთ რომ მეგობრებისგან ვალი არ აიღოთ.
ტყუპები. იყავით მომთმენი, კეთილგონიერი და თქვენ ყველაფერი გამოგივათ. ნუ მოახდენთ რეაგირებას თანამშრომელთა შენიშვნებზე. გადაწყვეტილების მიღებამდე კიდევ ერთხელ აწონ-დაწონეთ სიტუაცია. საღამო ახლობელ ადამიანებს დაუთმეთ. მათ ძალიან ენატრებით. ერთად ისეირნეთ, ითამაშეთ მხიარული თამაშები, ან მოგონებებით დატკბით.
კირჩხიბი. ეს დღე თქვენთვის საყვარელ ადამიანებს მიუძღვენით. მოინახულეთ ახლობლები, გაიარეთ ერთად მაღაზიებში ან უბრალოდ გაისეირნეთ. ჰოროსკოპი გირჩევთ, ამ დღეს ისტერიკებს ნუ მოაწყობთ. იყავით თავშეკავებული და კეთილგონიერი. კარგი დღეა საყიდლებისათვის.
ლომი. ამ დღეს თქვენ შეძლებთ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ საკუთარი კეთილდღეობა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია ახალი სამუშაოს დასაწყებად ან ძველი პროექტის განსახორციელებლად, რაც ახალ შემოსავლის წყაროს მოგიტანთ. თქვენი მიზანდასახულობის წყალობით პერსპექტიული ცვლილებები გელოდებათ. დღეს ყოველგვარი შიშის გარეშე შეგიძლიათ განახორციელოთ სხვადასხვაგვარი კომერციული გარიგებები, სარისკოებიც კი. პირად ცხოვრებაში კი დღე არც ისე წარმატებული იქნება. თქვენ უნდა უფრთხილდეთ სიცრუესა და ღალატს.
ქალწული. თუ დილას ვარჯიშით დაიწყებთ, თქვენ მთელი დღის სამყოფი ენერგიით დაიმუხტებით. თამამად შეგიძლიათ ხელშეკრულებების გაფორმება, ახალი საქმეების დაწყება - წარმატება გარანტირებულია. კარგი იქნება საღამოს რომანტიკული შეხვედრა მყუდრო კაფეში.
სასწორი. პირად ცხოვრებაში ამ ნიშნის წარმომადგენლებისათვის წარუმატებლობაა მოსალოდნელი. შეეცადეთ რეაგირება არ მოახდინოთ ჭორებზე, რომლებსაც არაკეთილმოსურნენი თქვენზე ავრცელებენ. უმჯობესია ინდივიდუალური საქმიანობით ან უბრალოდ საყვარელი ჰობით დაკავდეთ. არჩეული საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომა ცოტათი მაინც დააკომპენსირებს არასასიამოვნო პირად განცდებს.
მორიელი. დღის განმავლობაში არ დაგავიწყდეთ დარეკვა ძველ მეგობრებთან და მათთან, ვისაც დიდი ხანია არ შეხმიანებიხართ. თუ არის საშუალება, კარგი იქნებოდა შეხვედრა.
მშვილდოსანი. მეგობრული საუბარი მთელ რიგ ახალ შთაბეჭდილებებსა და სიამოვნებას მოგანიჭებთ. რაც მეტი მეგობრის შეგროვებას შეძლებთ, მით უფრო მხიარულად გაატარებთ დღეს. ამასთანავე მთელი კვირის სამყოფი ენერგიითაც დაიმუხტებით.
თხის რქა. იმ შემთხვევაში თუ კამათი ან კონფლიქტი არსებობს სახლში ან კოლექტივში, ჰოროსკოპი გირჩევთ არ ჩაერიოთ. შეეცადეთ მხოლოდ დამკვირვებელი იყოთ, რათა მოისმინოთ და გონებრივად გააანალიზოთ მომხდარი. შვებულებაში ან საზღვარგარეთ მყოფი თხის რქებისთვის არ არის გამორიცხული რომანტიკული შეხვედრა.
მერწყული. ვერც კი შეამჩნევთ, როგორ ჩამთავრდება სამუშაო დღე. საღამოს კარგად მოდუნდით. გირჩევთ სახლიდან შორს გახვიდეთ.
თევზები. ეს დღე ხელსაყრელი იქნება ყველა სფეროში. თქვენ სანუკვარი ოცნების ასრულება გელით. უბრალოდ შეეცადეთ დროულად მოახდინოთ რეაგირება და ხელიდან არ გაუშვათ მომენტი. გასული კვირის გეგმაზომიერი შრომა და ოჯახური კეთილდღეობა გრძნობების წონასწორობასა და ჰარმონიას გამოიწვევს.