სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც წარმოუდგენელია იდეალური ცოლის ამპლუაში
ყველა ქალი განსხვავებული და უნიკალურია საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით. ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ზოდიაქოს 12 ნიშანს შორის არსებობს ისეთები, რომლებიც წარმოუდგენელია ოჯახში იდეალური ცოლის ამპლუაში.
3 ზოდიაქო, რომელიც ვერასდროს იქნება იდეალური ცოლი
1. მორიელი.
დიახ, მორიელი მოცემულ სიაში პირველ ადგილზეა, მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი დიასახლისია - მას ყოველთვის დალაგებული აქვს სახლი და მზარეულობაც ეხერხება, სირთულე იმაშია, რომ მორიელი ყოველთვის სდილობს დომინირებდეს მეუღლეზე და სურს ყველაფერი მისი სურვილის მიხედვით მოაწყოს. მორიელი ქალი ცხოვრებაში ყოველთვის უფრო მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე მისი პარტნიორი მამაკაცი და უფრო მეტ წარმატებას აღწევს კარიერის საფეხურზე, ვიდრე მისი მეუღლე, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს, იყოს ოჯახში დომინანტი. ამიტომ, მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ნამდვილად არ არის ადვილი.
2. თევზები.
საწყის ეტაპზე ქალი თევზები წარმოაჩენენ თავს, როგორც ყველაზე რომანტიკული და ნაზი არსებები, რომლისთვისაც მისი პარტნიორი ნამდვილი რაინდია, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ აჩენენ ნამდვილ "მეს". შეპასუხება, მკაცრი ტონი, პრეტენზიები, შეტევაზე გადასვლა- მათი გამოუსწორებელი თვისებებია, რაც აქცევს არაიდეალურ მეუღლედ.
3. ლომი.
ქალი ლომი, უბრალოდ საზოგადოების სული და გულია, მას კარგად ეხერხება შთაბეჭდილების მოხდენა, ინტერესის გაღვივება, გარშემომყოფთა მოხიბვლა, თუმცა დიასახლისობა, არა! მათ არ უყვართ ოჯახური საქმეები და თუ აკეთებენ, მხოლოდ ვალდებულებების მოხდის გამო, ან ცდილობენ დაიქირაონ ვინმე, ვინც მათ საქმეს შეასრულებს. ვერც ფინანსებს განაგებენ კარგად. ამიტომ, ლომთან ცხოვრება გარკვეულწილად რთულია.
წყარო:newposts.ge