რა არის განსაკუთრებული ტარხუნაში და როგორ მოვამზადოთ სასარგებლო ლიმონათი სახლში
ზაფხულის ერთ-ერთ გამორჩეულ მწვანილს, ტარხუნას, განსაკუთრებული სასარგებლო თვისება აქვს. ის სავსეა P ვიტამინით. P ვიტამინი ხელს უწყობს სისხლძარღვების კედლების გამაგრებას.
თქვენ ნამდვილად გაგიმართლათ, თუ ტარხუნის მოყვარული ხართ და გაზაფხულზე ამ ბოსტნეულს მიირთმევთ.
გამომდინარე იქედან, რომ ბავშვებს ტარხუნის მწვანილი არ უყვართ, მაგრამ არასდროს ამბობენ ლიმონათზე უარს.
შეგიძლიათ ლიმონათი სახლში დაამზადოთ, რომელიც გაცილებით სასარგებლო იქნება, ვიდრე მაღაზიაში შეძენილი.
25 გრამი ტარხუნა დაჭერით, 90 გრამ შაქართან ერთად 90 მილიგრამ წყალთან ერთად დააბლენდერეთ. კარგად დაბლენდერებული მასა გადაწურეთ საწურზე.
250 მილიგრამიან ჭიქაში ჩაყარეთ 1/3 ყინული. დაუმატეთ 50 გრამი დაბლენდერებული ტარხუნის მასა. დაუმატეთ ლიმონის ახლად გამოწურული წვენი და გემოვნების მიხედვით შეავსეთ მინერალური წყლით.
წყარო:primetime.ge