"ჰეზბოლას" მორიგი ლიდერი 71 წლის ნაიმ ქასემი გახდა
"ჰეზბოლას" ახალი ლიდერი 71 წლის ნაიმ ჰასემი გახდა. ნაიმ ქასამი 30 წლის განმავლობაში ტერორისტული დაჯგუფების ყოფილი მეთაურის, ჰასან ნასრალას მოადგილე იყო.
„ჰეზბოლას“ ახალი ლიდერი პირობას დებს, რომ გააგრძელებს 27 სექტემბერს ისრაელის თავდაცვის ძალების ავიაიერიშისას მოკლული ჰასან ნასრალას პოლიტიკას „საბოლოო გამარჯვების მიღწევამდე“.
ნაიმ ქასამი 1991 წელს ლიბანური დაჯგუფების იმდროინდელი ხელმძღვანელის, აბალ-ალ-მუსავის მოადგილედ დაინიშნა. ის ამ თანამდებობაზე მისი ლიკვიდაციის შემდეგ, ჰასან ნასრალას მმართველობის დროსაც დარჩა.
შეგახსენებთ, რომ ჰასან ნასრალა 28 სექტემბერს ბეირუთში ჰეზბოლას მიწისქვეშა შტაბ-ბინაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.