17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი. ძალიან ყურდღებით იყავით, რადგან თქვენი მოტყუება ან შეცდომაში შეყვანა სურთ. აკონტროლეთ გრძნობები და ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. ძალიან გარგებთ კოსმეტიკური პროცედურები. მოსალოდნელია ქრონიკული დაავადების გამწვავება. საღამოს განმარტოვდით.
კურო. ხელსაყრელი დღეა. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენელს ბედი გაგიღიმებთ და მომგებიანი ლატარიის ბილეთის მფლობელები გახდებიათ. შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ ახალი საქმე ან წახვიდეთ სამოგზაუროდ. შეეცადეთ არ იკამათოთ ნათესავებთან ან მეზობლებთან. გაისეირნეთ ბავშებთან ერთად, ან უბრალოდ წიგნი წაიკითხეთ, მუსიკას მოუსმინეთ.
ტყუპები. ძლიერი ენერგეტიკის დღეა. აუცილებელია როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი აქტივობა. მოდუნება და აპათია უსიამოვნო შედეგებს მოგიტანთ. აკონტროლეთ ემოციები და ერიდეთ არასასიამოვნო შთაბეჭდილებებს. ფინანსური საკითხების გადაწყვეტა უმჯობესია სხვა დროისთვის გადადოთ.
კირჩხიბი. პირადი პრობლემები მთელიანად დაგაწვებათ მხრებზე. სწორ პასუხს მარტივად მოძებნით, თუ საყვარელ ადამიანთან პირისპირ დარჩებით. შეძელით თავი შეიკავოთ დაუფიქრებელი ხარჯებისგან, რადგან ფინანსური საქმეები ამ დღეს ცუდად წავა. ისწავლეთ ეკონომია.
ლომი. თქვენს ცხოვრებაში ბედის მოულოდნელი შემობრუნებაა შესაძლებელი. რთული გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რომლის დროსაც არ ღირს ძალიან ღრმა ანალიზის გაკეთება. დაეყრდენით ინტუიციას და არა საღ აზრს. ასე უფრო მეტი შანსი გაქვთ შეცდომის თავიდან ასაცილებლად.
ქალწული. დღევანდელი დღე სირთულეებსა და დამღლელ საქმეებს მოგიტანთ. შეეცადეთ მშვიდად მოახდინოთ რეაგირება ჭორებზე, რომლებსაც არაკეთილმოსურნენი გივრცელებენ. შესაძლოა ძველი მეგობრისგან მიიღოთ შეტყობინება, რომელსაც თქვენი დახმარება დასჭირდება. შეეცადეთ ის არ გააწბილოთ. ხელსაყრელი დღეა სპორტით დაკავებისა და ნებისმიერი ფიზიკური სამუშაოს შესასრულებლად.
სასწორი. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენელსბ ბედის უეცარი შემობრუნება ელის, რაც შესაძლოა მოქმედების სფეროს, საცხოვრებელი ან დასვენების ადგილის გამოცვლასთან იყოს დაკავშირებული. მოგემატებათ შემოქმედებითი პოტენციალი. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს გელით შეხვედრა ადამიანთან, რომელთანაც მომავალში რომანტიკული ურთიერთობაა შესაძლებელი.
მორიელი. შეძლებისდაგვარად სახლში გაატარეთ ეს დღე. დაკავდით დალაგებით, რემონტით, სახლის საქმეებით... დიდ ფულთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საქმეები უმჯობესია სხვა დროისთვის გადადოთ, რადგან სიცრუე და ქურდობაა მოსალოდნელი. საღამოს წადით კინოში, თეატრში ან ქალაქში სასეირნოდ საყვარელ ადამიანთან ერთად.
მშვილდოსანი. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ეს ყველაზე საშიში და მძიმე დღეა. არ ღირს სამოგზაუროდ ან მივლინებაში წასვლა, რადგან ეს გამგზავრება არ გაამართლებს იმედებს. გამორიცხეთ ფიზიკური შრომა, ეს თქვენს ჯანმრთელობას ავნებს. შეეცადეთ ეს დღე ოჯახურ წრეში გაატაროთ, ან მოინახულოთ დიდი ხნის უნახავი ნათესავები.
თხის რქა. შემოქმედებით ადამიანებს ვარსკვლავები წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. შეეცადეთ რეაგირება არ მოახდინოთ ჭორებზე, რომლებსაც არაკეთილმოსურნენი გივრცელებენ. ზოგიერთ თქვენგანს შრომა დაუფასდება ცოტაოდენი პრემიის სახით. მომატებული ემოციური და სექსუალური მგრძნობელობა გაგიუმჯობესებთ ურთიერთობას პარტნიორთან და ორმხრივ კმაყოფილებას მოგიტანთ.
მერწყული. შეეცადეთ გვერდიდან შეხედოთ საკუთარ თავს და დაინახოთ უარყოფითი და დადებითი მხარეები. კარგი პერიოდია საკუთარი შეცდომების გამოსასწორებლად და ადამიანებთან შესარიგებლად. აკონტროლეთ ქცევები. თქვენ გამუდმებით გითვალთვალებენ.
თევზები. კარგი დღეა გარდერობის გასაახლებლად და გარეგნობაზე ზრუნვისათვის. წარმატება თქვენს ენერგიულობაზე, სითამამესა და შეუპოვრობაზე იქნება დამოკიდებული. კარგი დღეა საქმეების დასასრულებლად, განვლილი გზის ანალიზისთვის და ახლობელ ადამიანთან სასაუბროდ. არაა გამორიცხული, რომ ახალი საინტერესო საქმიანი ურთიერთობა, სასიყვარულო რომანში გადაიზარდოს.