ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს დღეს? - ცაგარელის დეტალური ჰოროსკოპი და რჩევები
მიხეილ ცაგარელის თქმით, დღეს 20 ოქტომბერს ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.
დეტალური რჩევები ასტროლოგისგან.
მოერიდეთ სულსწრაფობას, კარგად გაიაზრეთ ყველა მოქმედება და ყურადღებით შეასრულეთ ყველა საქმე.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საგანმანათლებლო საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და სასამართლოში სარჩელის შესატანად, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების, წვეულებების და საიუბილეო საღამოების მოსაწყობად, ავეჯისა და ანტიკვარული ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა წყლის პროცედურების და სუნთქვითი ვარჯიშების ჩასატარებლად. გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის და რძის პროდუქტით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი ასევე ფირუზი, ნეფრიტი, ციტრინი, ლალი და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.
წყარო: fortuna.ge