თეგებით ძიება

22 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება

22 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება - გადაწყვეტილება ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო. მიზეზი თბილისში დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, გასართობად მცხეთაში წასული ადამიანების სიმრავლეა.
„მცხეთის მუნიციპალიტეტში 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება, ამოქმედდება ისეთი რეჟიმი, რომელიც ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე გვაქვს. სამწუხაროდ, დაფიქსირდა ასეთი ფაქტები, რაც უარყოფითად აისახება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. როდესაც ჩვენ დავკეტეთ 22:00 საათიდან რესტორნები, ეს დავაფუძნეთ კონკრეტულ ლოგიკას“.- განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.

გუშინ, 19 ოქტომბერს ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქეიფმა 22 საათის შემდეგ უკვე მცხეთაში გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, რომ შეზღუდვა რესტორნებზე თბილისში 16 ოქტომბრიდან ამოქმედდა. გასართობი დაწესებულებები მუშაობას საღამოს 22 საათიდან წყვეტენ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა