თეგებით ძიება

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. წარმატება თქვენს ხელშია. იყავით თამამი, შეუპოვარი და ყველაფერი გამოგივათ. ხელსაყრელი დღეა სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად. ასევე მარტივად მოგვარდება პრობლემები სახლში. საღამოს კარგი იქნება შორს გასეირნება. ის მძიმე დღისგან დაძაბულობას მოგიხსნით და მოდუნებაში დაგეხმარებათ.

კურო. გრძელდება არახელსაყრელი პერიოდი. უბრალოდ ცოტა მოითმინეთ და მშვიდად გადააგორეთ ეს დღე. შეეცადეთ არ ისარგებლოთ ტრანსპორტით, მოსალოდნელია ავტო-საგზაო შემთხვევა.

ტყუპები. შეძლებისდაგვარად გაატარეთ ეს დღე სახლში: დაკავდით დალაგებით, რემონტით, საზამთრო კონსერვების დამზადებით... უმჯობესია უარი თქვათ დიდ ფულთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საქმეებზე. მოსალოდნელია ქურდობა და ტყუილი. საღამოს საყვარელ ადამიანებთან ერთად კინოში ან თეატრში შეიარეთ, ან უბრალოდ ქალაქში გაისეირნეთ.

კირჩხიბი. ეს დღე ნეგატიურ ტენდენციებს გპირდებათ. შესაძლოა საკუთარი შეხედულებებისა და პრინციპების დაცვა მოგიხდეთ, თანაც თქვენთვის გაუთვალისწინებელი მოვლენების ფონზე. პირად ცხვრებაშიც ასევე მოსალოდნელია გაუგებრობები და ჩხუბი.

ლომი. კეთილი, ბედნიერი დღე გელით. დაკავდით საკუთარი თავის შეცნობითა და სრულყოფით, გაიხსენეთ სასიამოვნო მოგონებები. თქვენ შეძლებთ წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას და შერიგებას მასთან, ვისაც აწყენინეთ. დღეს დაწყებული რომანტიკული ურთიერთობა ჰარმონიული და მყარი იქნება.

ქალწული. გახსნილობისა და საკუთარი იდეების თამამად გამოხატვის დრო მოვიდა. ძალიან კარგი დღეა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შესაძენად. პირად ცხოვრებაში თქვენ წილად გხვდათ შეგყვარებოდათ ის, ვისი შეყვარებაც არ შეიძლებოდა. მაგრამ გულს ვერ უბრძანებთ და თქვენ ცოტა ნერვიულობა მოგიწევთ.

სასწორი. როდესაც სამსახურში რაღაცას თქვენს წინააღმდეგ აწყობენ, ისინი წყობილებიდან გამოჰყავს თქვენს უნარს - მარტივად იპოვოთ გამოსავალი. დღეს განსაკუთრებულად ფრთხილად იყავით.

მორიელი. დღევანდელი დღე სავსე იქნება ადამიანებითა და მოვლენებით. ისინი ძალიან სწრაფად შეცვლიან ერთმანეთს. ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ, რომ წყლის მორევში მოჰყევით. მაგრამ თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ და პანიკას არ აჰყვებით, შეძლებთ დიდი დანაკარგის გარშე გადააგოროთ დღე საღამომდე.

მშვიდლოსანი. კარგად მოფიქრებული გეგმების რეალიზების დროა. იმოქმედეთ თამამად, მაგრამ ტყუილად ნუ გარისკავთ. იყავით გულწრფელი გარშემომყოფებთან. სიცრუე და ორპირობა კარგს არაფერს მოგიტანთ. საუკეთესო საუბარი დღეს - სიყვარულზეა. დანიშნეთ რომანტიკული შეხვედრა და ნუ შეიკავებთ ვნებებს.

თხის რქა. დღის პირველ ნახევარში განმარტოვდით და თვითანალიზით დაკავდით. შეიარეთ ეკლესიაში, დააბრუნეთ ვალები, შეურიგდით ადამიანებს, ვისთანაც დიდი ხანია ნაჩხუბარი ხართ და თქვენ მაშინვე შვებასა და ენერგიის მომატებას იგრძნობთ. აი, დღის მეორე ნახევარი კი უმჯობესია ხმაურიან კომპანიაში გაატაროთ. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა, რომელიც შეიძლება რომანში გადაიზარდოს.

მერწყული. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ეს დღე მძიმე იქნება. ამიტომაც ნუ დაკავდებით რისკის შემცველი საქმიანობით და ნუ გაერევით ავანტიურებში. მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება. მოსალდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც შესაძლოა ძალიან საშიში აღმოჩნდეს.

თევზები. როგორ უნდა დახარჯოთ არარეალიზებული შესაძლებლობები? - გამოსავალი არსებობს. დასაწყისისთვს შეადგინეთ თქვენთვის საინტერესო დაწესებულებათა სია, სადაც მუშაობას ისურვებდით და დააგზავნეთ რეზიუმე (CV). დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერი გამოგივათ. თქვენ მხოლოდ სცადეთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა