თეგებით ძიება
20. 10. 2020 COVID - 19

დახურული შენობების შემდეგ ახლა უკვე ღია სივრცეშიც - პირბადის ტარების წესების დარღვევაზე ზომები გამკაცრდება

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შესაძლოა, პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ზომები გამკაცრდეს. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მოქალაქეებმა პირბადე გარე სივრცეშიც უნდა ატარონ, მით უფრო მაშინ, როდესაც დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება:
„პირბადის არგაკეთება და ამ წესის შეუსრულებლობა ჩვენთანაც ისჯება, მოგეხსენებათ ჯარიმაა დაწესებული დახურულ სივრცეში პირბადის არგაკეთებისთვის. თუმცა, ახლა ისეთ ეტაპზე ვიმყოფებით, ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს. თუმცა, არ უნდა გვჭირდებოდეს შოლტის ეფექტით მუშაობა. სხვათაშორის, სიტუაცია მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, გაგებით ეკიდებიან ჩვენი მოქალაქეები და რეკომენდაციებს ამ ნაწილში სულ უფრო და უფრო ასრულებენ, მათ შორის გარე სივრცეშიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირბადე გარე სივრცეშიც ვატაროთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. ამიტომ, თუ დავინახავთ, რომ ეს გვჭირდება, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ, საკანონმდებლო ცვლილებებიც არ იქნება პრობლემა“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა