თეგებით ძიება
20. 10. 2020 COVID - 19

მთელ ქვეყანაში დაახლოებით 800-900 საწოლია თავისუფალი - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 800-900 საწოლი არის თავისუფალი. მისივე თქმით, კლინიკებში სპეციალიზებული საწოლებიც არის მობილიზებული, რომლებიც ისეთ პაციენტებს გამოადგებათ, ვისაც COVID-19-თან ერთად სხვა თანმხლები დაავადებებიც აქვთ.

"ყოველდღიურად ხდება ავადმყოფების გამოწერა, ამიტომ მე როგორც ქალბატონი მინისტრისგან მაქვს ინფორმაცია, მთელ ქვეყანაში დაახლოებით სხვადასხვა პროფილის 800-900 საწოლია თავისუფალი. კოვიდ ავადმყოფები შეიძლება იყვნენ კიდევ სხვა თანმხლები დაავადებებითაც და შეიძლება მათ მოუწიოთ დიალიზის განყოფილებაში დაწოლა, ან ონკოლოგიური პაციენტი იყოს კოვიდთან ერთად. ამიტომ ამის სპეციალიზებული საწოლებიც არის მრავალპროფილიან ჰოსპიტლებში", - აღნიშნა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღეს, 20 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 328, ხოლო გარდაიცვალა 15 ადამიანი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა