თეგებით ძიება
20. 10. 2020 COVID - 19

ბათუმში კორონავირუსით 40 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმში, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 4 პაციენტიდან ერთ-ერთი 40 წლის ქალია. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი განცხადებით , ქალი ბათუმის სამედიცინო ცენტრში გუშინ, 19 ოქტომბერს 00:46 საათზე შეიყვანეს, 20:30 საათზე კი გარდაიცვალა.

სამინისტროს ცნობით, ქალს კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ჭვალი, ასევე თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი და თანდაყოლილი ცერებრალური დამბლა ჰქონდა.

მათივე ინფორმაციით, დღე-ღამეში გარდაცვლილია 82 წლის ქალი, 62 წლის ქალი და 65 წლის ქალი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა