"გემუდარებით, წესები დავიცვათ"- ნათია მეზვრიშვილის ემოციური მიმართვა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მოსახლეობას მიმართა: "მოგიწოდებთ, მოვითხოვთ, გემუდარებით, წესები დავიცვათ მაქსიმალურად".
მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება, რადგან ამას ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს.
„გთხოვთ კიდევ ერთხელ, მოვითხოვთ, მოგიწოდებთ, არ ვიცი, გემუდარებით, რაც გინდათ ის დავარქვათ ამას, წესები დავიცვათ მაქსიმალურად. ეკონომიკის აღდგენის მიზანი გვამოძრავებს მართვისა და ადაპტაციის პროცესში და ეს მიზანი მიიღწევა ორი გზით, ამაზე ეპიდემიოლოგებმაც ისაუბრეს - ან ქვეყანა სრულად უნდა ჩავკეტოთ, ან უნდა დავიცვათ წესები. საუბარია ელემენტარული წესების დაცვაზე, ამიტომ გთხოვთ, ეს წესები შევასრულოთ იმისთვის, რომ არ დავდგეთ სხვა რეალობის წინაშე,"- განაცხადა მეზვრიშვილმა.
წყარო:newposts.ge