ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - დაიკეტება თუ არა სკოლები ?
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარ სანიტარულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე თქმით, ეპიდემიის დაწყების დროიდან რეგიონში კორონავირუსის 305 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 215 ადამიანი15 სექტემბრიდან, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ დაინფიცირდა.
გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო, რეგიონში ხვალიდან ყველა სკოლაში ორკვირიანი კარანტინი ცხადდება.
წყარო:newposts.ge