თეგებით ძიება
20. 10. 2020 COVID - 19

ჩინეთი 2021 წელს მსოფლიოს 1 მილიარდი დოზა კორონავირუსის ვაქცინით მოამარაგებს

ჩინეთის ეროვნულ-ფარმაცევტულმა ჯგუფმა, სინოფარმამ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინის 1 მილიარდი დოზა უკვე მზად ექნება 2021 წლისთვის. აღნიშნული კომპანია ერთ-ერთია იმ რამდენიმე ჩინურ კომპანიას შორის, რომლებიც აქტიურად ცდილობენ ვირუსის პრევენციული საშუალების შექმნას.

კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, დაახლოებით 60 000-მა ჩინელმა მიიღო მონაწილეობა ვაქცინის მესამე ფაზის კლინიკურ ცდებში. აღნიშნავენ, რომ გვერდითი ეფექტის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ასობით ათას ადამიანს გაუკეთეს ექსპერიმენტული ვაქცინა მას შემდეგ რაც ინოკულაციის პროგრამა ქვეყანაში ივლისის თვიდან ამოქმედდა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა