როგორ უნდა ეძინოს კოვიდინფიცირებულს? - იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის რჩევები
]ონკოპაციენტები, ასაკოვნები, ქრონიკული დაავადების მატარებლები, ჰიპერტენზიისა და დიაბეტის მქონე პირები ექიმ კულუმბეგოვის ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებულ რისკ-ჯგუფებში შემავალი ადამიანები არიან.
მისი თქმით, სწორედ ისინი უნდა იყვნენ ოჯახის ექიმთან უფრო ახლო კომუნიკაციაში.
იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის განცახდებით, კორონავირუსის შემთხვევების 80% არის მსუბუქი ან საშუალო ფორმით, ანუ შინ შეიძლება მისი მართვა. ექიმის თქმით, მთავარი საშიშროების ნიშნები ამ ინფექციასთან მიმართებაში არის სუნთქვის გაძნელება, რადგან ის ფილტვის ქსოვილს აზიანებს.
„სუნთქვის გაძნელება შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო და მძიმე. თუ თქვენ მოსვენებულ მდგომარეობაში, წამოწოლილი ან მჯდარი სუნთქვის გაძნელებას არ გრძნობთ, ხოლო გრძნობთ მაშინ, როცა გაქვთ ძლიერი ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა კიბეზე ან აღმართზე ასვლა, ეს ნორმალურია, დასაშვებია. ხოლო თუ სუნთქვის გაძნელებას ან გულმკერდის არეში ტკივილს მოსვენებულ მდგომარეობაში გრძნობთ, როცა არაფერს აკეთებთ, ეს ნიშნავს, რომ უკვე მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ მოხდეს ჰოსპიტალიზაცია. შინ მისაღები მედიკამენტებია – სიცხისთვის „პარაცეტამოლი“, სხვა ყველა პრეპარატი კი მეორე რიგისაა.
თუ ტკივილი აწუხებს ინფიცირებულს, შეიძლება ტკივილგამაყუჩებლების მიღება. ასევე, სასურველია, რაც შეიძლება მეტი სითხის მიღება. თუ ადამიანს აქვს ხველა, უძნელდება სუნთქვა და არის შინ, აუცილებელია, შეეცადოს, დაიძინოს მუცელზე და არა ზურგზე. ეს არის სასუნთქი სისტემისა და ფილტვის უკეთესი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.
წყარო:newposts.ge