თეგებით ძიება
21. 10. 2020 COVID - 19

ვირუსთან მარტო დარჩენილები - "ექიმმა უთხრა, ხმაზე გეტყობა არაფერი გჭირსო... არა და ყველა სიმპტომი აწუხებს"

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს და აღწერს ექიმების მხრიდან იმ ინფიცირებული პაციენტების მიმართ მიდგომას, რომლებიც კოვიდსასტუმროებში არიან.
მსახიობი საკუთარი მეგობრის შვილის მაგალითზე ყვება, თუ რა მდგომარეობაში არიან ექიმის გარეშე დარჩენილი პირები:
"ჩემი მეგობრის შვილს, დაუდგინდა კოვიდი. გადაყვანილი ყავთ სასტუმროში. მიგდებულია, ძალაც არ აქვს რომ ადგეს, ახველებს, ცხვირი გაეჭედა და ყნოსვაც დაკარგა, სუნთქვა უჭირს, სიცხე აქვს და ტელეფონზე ექიმი ეუბნება ხმაზე გეტყობა კარგად ხარ, ვერაფრით დაგეხმარებიო. გუშინ ტვ პირველში გავიდა სიუჟეტი, სადაც გალურჯებული მიიყვანეს კაცი, დაგვიანებული რეაქციის გამო და აი ესეთ დროს რა უნდა ქნან? ექიმი უმტკიცებს კარგად ხარო და ეს ამ დროს ძალიან ცუდად გრძნობს თავს. სიმპტომები არ იცი შენ რა არისო, ყველა სიმპტომი მაქვს საერთოდო და მაინც აიგნორებენ"- წერს ნანკა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ვირუსთან მარტო დარჩენილები - "ექიმმა უთხრა, ხმაზე გეტყობა არაფერი გჭირსო... არა და ყველა სიმპტომი აწუხებს"



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა