"მეგობრის შვილს დაუდგინდა კოვიდი...ექიმი ეუბნება ხმაზე გეტყობა კარგად ხარ ვერაფრით დაგეხმარებიო"-ნანკა კალატოზიშვილი
კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებზე საუბრობს მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი.
მსახიობი სოციალურ ქსელში წერს რომ მისი მეგობრის შვილს კოვიდ-19 დაუდგინდა და მედიკოსები ყურადღებას არ აქცევენ.
ჩემი მეგობრის შვილს, დაუდგინდა კოვიდი. გადაყვანილი ყავთ სასტუმროში. მიგდებულია, ძალაც არ აქვს რომ ადგეს, ახველებს, ცხვირი გაეჭედა და ყნოსვაც დაკარგა, სუნთქვა უჭირს, სიცხე აქვს და ტელეფონზე ექიმი ეუბნება ხმაზე გეტყობა კარგად ხარ, ვერაფრით დაგეხმარებიო..." წერს კალატოზიშვილი
წყარო: mtavari.tv