თეგებით ძიება
21. 10. 2020 COVID - 19

კარანტინის წესები იცვლება - როგორია ახალი პროტოკოლი?

საქართველოში კარანტინის წესები იცვლება - საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების PCR ტესტის პასუხები თუ უარყოფითი იქნება, ისინი საკარანტინო სივრცის ნაცვლად თვითიზოლაციაში გადავლენ. პირები, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნებისას PCR ტესტ
ი ჩატარებულკი არ ექნებათ, ან ტესტის პასუხები თან არ ექნებათ, ისინი კარანტინში იქნებიან გადაყვანილი.
კარანტინის წესის შეცვლის გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საბჭოს წევრების განმარტებით, კარანტინის წესის შეცვლა ქვეყანაში ტურიზმსა და ეკონომიკას წაახალისებს, ეს კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ექსპორტიორებისა და იმპორტიორებისთვის, რომლებსაც დისკომფორტი ექმნებოდათ საქმიანობაში.

აქამდე, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებს ორკვირიანი კარანტინის გავლა უწევდათ, ხოლო სხვა ქვეყნის მოქალაქეები PCR ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შემოდიოდა და საკარანტინო სივრცეში გადაყვანას აღარ საჭიროებდა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა